ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელუჩი
ჟანრი: პოეზია
23 ნოემბერი, 2013


მიაღწიე მიზანს

არ დალიო "ვოდკა"
არ მოისპო ღვიძლი,
არ დანებდე როცა
რაღაცისთვის იბრძვი.
ნუ დაკარგავ ძალებს
გაინაღდე შენი,
გაიღვიძე ხვალე
უფრო მეტი რწმენით.
გადააგდე "კენტი"
გადატეხე ღერი,
გააკეთე მეტი
თუ რაღაცას ელი.
იოცნებე მუდამ
მიაღწიე მიზანს,
გაიღიმე სულ და
დროც თავისას იზამს.
თვალი დაგისველდა?
მოიშორე დარდი!
გაიქარვე სევდა,
აღარ გინდა კარტი!
მოუარე ნერვებს
არ გატეხო ბოცა,
ჩხუბს მოასწრებ მერეც
გაიზრდები როცა.
არ იტკინო გული,
არ ითხოვო შველა,
არ გჭირდება ფული,
დაიკიდე ყველა!
სანამ რამეს იზამ
დრო წელიწადს ყვება,
მიაღწიე მიზანს,
რომ იპოვო შვება!
ნუ გაშინებს წვიმა,
არ იდარდო მზეში,
გადალახე ყინვაც
გაიმართე წელში.
შეაფასე მტერი,
დაეხმარე მოყვასს,
თუ გაგარტყეს ხელი
მოითმინე ცოტაც.
თუ ჩაგთვალეს გიჟად
დაიკიდე ფეხზე,
ვირი რჩება ვირად
და ვერ ადის ხეზე.
ნუ გახდები ქურდი
სიღარიბეს სძლიე,
თუ გიწოდეს ცუდი,
მე დაგარქმევ ძლიერს.
ნუ ჩამოყრი ხელებს,
არ იტირო ხალხში,
თუ არ დამიჯერებ
ქვა გიხლია თავში..
მე ხომ ჩემსას ვიზამ,
მე ხომ ჩემსას გეტყვი,
მიაღწიე მიზანს!
- სხვა რა გითხრა მეტი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს