 | ავტორი: ლევან63 ჟანრი: პოეზია 24 ნოემბერი, 2013 |
ამათ ნეტართ გამორბწყინდა მადლი სავსე, განსრულებულ სიბრძნითა და მღდელ-კეთილით, განმგებელი მოღვაწეა, უდაბნოთა ქალაქმყოფი, ზეცის კაცი და ქვეყნისა ანგელოზი, სანატრელი ხანძთელია ის გრიგოლი.
წინამძღვარი, მშენებელი ხანძთისა და შატბერდისა, რომელ ექმნა სახე კეთილს ყოველთ ჟამსა უდაბნოით, მომლოცველთა მამათ დროსა შენებისას, ქრისტეს ღთქმულთა მოღებითა რუდუნებით.
სიბრძნე მისი ამა სოფლის ფილოსოფოსთ, შეისწავლა, თავად პოვის სიტყვას კეთილს, და განითქვა თვის სახელი ყოველთა შორს მოციქულად, ვითარმდ - „გან-რაი-მე-აცოფა ღმერთმან სიბრძნეი იგი ამის სოფლის“.
სიტყვა მისი იყო შეზავებულ მარილითა მადლისათა, ბრძნად აღაღის პირი თვისი, ენა თვისსა, და ასაკის ზრდასათან ერთად, სათნოებაც კეთილი და ყოვლის მცველი, იზრდებოდა ვით ჭაბუკი, მწიფე ხილი სიბრძნის ხისა.
ღმრთის ნებით და ვედრებითა ის იკურთხა ესრე ხუცად, ქცევა მისი კანონითა საღმრთოებით მორჩილია, გზას გასწია შორეული ოპიზისკენ ნათლისმცემლის ეკლესიას, ორი წელი იქ ლოცვებში სანთელივით ჩაილია.
იყო ჟამს მას, ვინმე ბერი, კაცი წმიდა და მართალი სახელითა - ხვედიოსი, ხანძთას ახლოს მარტოდ მყოფი ვით ეკალი, და იხილა მან ნეტარმან ჩვენებაი, და ჩაესმა ხმა მას ბერსა ეს ნეტარი:
“აღეშენოს ეკლესია ადგილს ამას უფლის წმიდა, ხელით მღდლისა გრიგოლისა, კაცის ღმრთისა და ერისა, სულნელება ლოცვით მისთა და მისთავე მოწაფეთა, ვითარც კეთილ საკმეველი აღწეოდის წინაშ ღმრთისა”.
ამისთვისცა ხსენება მის ქებაშია აღესრულოს, პატივცემა შეშვენოდის ამ წმინდა სულს საუკუნოდ, ხანძთ-შატბერდის მშენებელის ხატთან ლოცვა, მას დიდება, სულს დიდება და სანთელი ჩაუქრობლოდ.
დიდება ღმერთს, სამებას და მამა გრიგოლს, ხანძთ-შატბერდსაც მოვილოცებთ უეჭველად, მოყვარნო ქრისტესანო, სიკვდილმდე მძლექმნუნელნო, გრიგოლ ხანძთელს დიდება და ქებათ-ქება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ლევან, რა ძალიან ორიგინალურად და სულშიჩამწვდომად დაგიწერია :) სააუკუნეების მიღმა მამოგზაურე :) კარგი ხარ!!!!!!!!!!! :) ლევან, რა ძალიან ორიგინალურად და სულშიჩამწვდომად დაგიწერია :) სააუკუნეების მიღმა მამოგზაურე :) კარგი ხარ!!!!!!!!!!! :)
1. ხანძთელის გამო დავვინტერესდი. შრომისათვის გეკუთვნის +++ ხანძთელის გამო დავვინტერესდი. შრომისათვის გეკუთვნის +++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|