როცა თვალები მეყინება უშენობისგან გამკაცრებულ და აყეფებულ პეიზაჟებში, მე ჩემს საძილე ტომარაში - ქუთუთოებში მაგრად ვეხვევი და ნაპირებს მჭიდროდ ვიკეცავ, შენი სახების წვეთი სითბო რომ არ დავკარგო.
როცა ქუჩაში ქარი მწყემსობს, გამვლელები კი საყელოებში ცხვირჩამთბარნი მიიჩქარიან, მე რბილად ვწევარ წამწამების ნაძვის წიწვებზე და შენი თმების შემოდგომურ სურნელს ვისუნთქავ.
როცა ხეები შიშვლდებიან ფოთლებისაგან, ტოტი აღარ აქვთ, შიშველ ტანზე რომ აიფარონ, მე გიკრეფ იებს, ფურისულებს და თმაში გაწნავ, შენ იღიმები და ლოყებზე ფოსო გიჩნდება.
ეს ყველაფერი მაშინ ხდება, როცა აქ არ ხარ; დაშვებულ ფარდის, დახუჭული თვალების იქით. როცა ჩემთან ხარ, მაშინ რატომ მიშრება ენა, რატომ ქანაობს პირის ღრუში ჩამომხრჩვალივით?
ო, რა ძლიერ მსურს ვეშაპივით გავაღო ხახა და ზღვა სათქმელი ამოვასხა, ამოვაფრქვიო. მაგრამ თევზი ვარ, საკუთარფხა ყელში გაჩრილი, და სიტყვის ნაცვლად, თვალებიდან ფოთლები მცვივა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. მადლობა ყველას. რჩევებისთვისაც:)
მადლობა ყველას. რჩევებისთვისაც:)
5. ახლა ვნახე წინა კომენტარები- ყველას რაღაც გვირჩევია ავტორისთვის.
კიდევ კარგი, ჩვენს ჭკუაზე რომ არ დადის :)
ახლა ვნახე წინა კომენტარები- ყველას რაღაც გვირჩევია ავტორისთვის.
კიდევ კარგი, ჩვენს ჭკუაზე რომ არ დადის :)
4. "მაგრამ თევზი ვარ, საკუთარფხა ყელში გაჩრილი, და სიტყვის ნაცვლად, თვალებიდან ფოთლები მცვივა."- აქ "ფოთლების" ნაცვლად "ფარფლები" ხომ არ აჯობებდა?
პირველი სტროფი იყო ძალიან შთამბეჭდავი.
"მაგრამ თევზი ვარ, საკუთარფხა ყელში გაჩრილი, და სიტყვის ნაცვლად, თვალებიდან ფოთლები მცვივა."- აქ "ფოთლების" ნაცვლად "ფარფლები" ხომ არ აჯობებდა?
პირველი სტროფი იყო ძალიან შთამბეჭდავი.
3. მომეწონა. ++++ მომეწონა. ++++
2. მომწონს ასეთი სიყვარული, კაცს რომ დაამუნჯებს, თუმცა რაღა საჭიროა სიტყვები, როცა ასეთ ლექსებს წერთ.
წარმატებები!
თქვენს ადგილას სტროფებად არ გამოვყოფდი. ++ მომწონს ასეთი სიყვარული, კაცს რომ დაამუნჯებს, თუმცა რაღა საჭიროა სიტყვები, როცა ასეთ ლექსებს წერთ.
წარმატებები!
თქვენს ადგილას სტროფებად არ გამოვყოფდი. ++
1. მომეწონა. ისე "საკუთარფხაყელშიგაჩრილი" ერთი სიტყვა რომ იყოს ხომ არ ჯობია? :) მომეწონა. ისე "საკუთარფხაყელშიგაჩრილი" ერთი სიტყვა რომ იყოს ხომ არ ჯობია? :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|