 | ავტორი: ხურსი ჟანრი: პოეზია 25 ნოემბერი, 2013 |
ამინდებია სულ უბრალოდ, ნალექიანი, სქელი ნისლი დგას ფანჯარასთან, როგორც ბომონი. შეშლილ იდეებს გვერდს აუქცევ - მანიქევლური, ამინდებია, როგორც წესი, ნალექიანი, ქალაქში ხელი ალბათ ბევრზეც მოგექავება, ხოლო ღრუბლები შვილებია უკანონონი, ამინდებია დასავლეთის ნალექიანი, სქელი ნისლი დგას შენს სარკმელთან, როგორც ბომონი.
*
თუკი შენს სურნელს შევისუნთქავ ჰეროინივით, თუ სიყვარულით დაგიძახებ ხანდახან დაგოს, შენ, ყველა წიგნის დადებითო ჰეროინია, თუ შენს პერფიუმს შევისუნთქავ ჰეროინივით, შევაკვდები და საკუთარ თავს შევეომები, ჩავკბეჩ შენს ტუჩებს, უტკბესს ვიდრე აფრიკულ მანგოს, თუ შენს ქერტლს კანზე შემოვიფრქვევ ჰეროინივით, თუ სიყვარულით დაგიძახებ ხანდახან დაგოს.
*
ხან შენში ისე გავიღვიძებ, როგორც ლოტოსი, ხან ცხოვრებიდან ამომშლი და ხან არ ამომშლი, ხშირად ღრმად თუკი ჩაფიქრდები ჩვენს ძველ ფოტოსთან, ცრემლიან თვალზე გადაგივლი, როგორც ლოტოსი, და შენს ოცნებას აისრულებ ალბათ ოდესმე, რომ ჩვენს სურათებს გადაიტან ფრთხილად ალბომში, ხან შენს თვალებში გავიშლები, როგორც ლოტოსი, ხან ცხოვრებიდან ამომშლი და ხან არ ამომშლი.
*
ღვიძლი შვილივით გულუბრყვილო თავს იკატუნებ, რომ ყველაფერი რიგზეა და ღმერთს უხდი დიას. შენი თითები აკეთებენ ხომ ლიგატურას არაბულს, თანაც ნაბიჯებს დგამ ისე გიგანტურ, როცა გაშლილ თმებს შეისწორებ, შენ, პიკანტური, და იშვიათად რბილად რომ ვთქვათ, უარესიც კია, თუკი წარსულზე გულუბრყვილოდ თავს იკატუნებ, და თუკი ღმერთიც აღარ იღებს შეწირულ დიას.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. პოეტი!
"ხან შენს თვალებში გავიშლები, როგორც ლოტოსი, ხან ცხოვრებიდან ამომშლი და ხან არ ამომშლი." :)
პოეტი!
"ხან შენს თვალებში გავიშლები, როგორც ლოტოსი, ხან ცხოვრებიდან ამომშლი და ხან არ ამომშლი." :)
18. მადლობა დიდი... მოდი, იყოს ეგ სიტყვა ფრჩხილებში... რას უშლის?! ... მადლობა დიდი... მოდი, იყოს ეგ სიტყვა ფრჩხილებში... რას უშლის?! ...
17. Dago (ტრიოლეტი) მოვაშოროთ "(ტრიოლეტი)" და ყველაფერი წესრიგშია :)
კნონებისა და წესების ხიბლიც ხომ ისაა, რომ დავარღვიოთ (ზოგჯერ მაინც):)
კარგია +++ Dago (ტრიოლეტი) მოვაშოროთ "(ტრიოლეტი)" და ყველაფერი წესრიგშია :)
კნონებისა და წესების ხიბლიც ხომ ისაა, რომ დავარღვიოთ (ზოგჯერ მაინც):)
კარგია +++
15. კაია, დამევასა :) კაია, დამევასა :)
14. ტრიოლეტი (ფრანგ. triolet) (იტალ. trio - სამი) — რვატაეპიანი ლექსი, რომელშიც პირველი ტაეპი სამჯერ მეორდება. VIII ტაეპი იმეორებს მეორეს. ტრიოლეტში რითმა ორი სახისაა: I, III, IV, V, VII ტაეპები ერთ რითმას ატარებენ, II, VI და VIII - მეორეს. რითმული წყობა გრაფიკულად ასეთია: abaaabab.
ვგულისხმობ, რომ ტაეპები ამ ტრიოლეტებში არ მეორდება ზუსტად, თუმცა ერთი და იგივე აზრის შემცველია, ასე თუ ისე...
გმადლობთ... ტრიოლეტი (ფრანგ. triolet) (იტალ. trio - სამი) — რვატაეპიანი ლექსი, რომელშიც პირველი ტაეპი სამჯერ მეორდება. VIII ტაეპი იმეორებს მეორეს. ტრიოლეტში რითმა ორი სახისაა: I, III, IV, V, VII ტაეპები ერთ რითმას ატარებენ, II, VI და VIII - მეორეს. რითმული წყობა გრაფიკულად ასეთია: abaaabab.
ვგულისხმობ, რომ ტაეპები ამ ტრიოლეტებში არ მეორდება ზუსტად, თუმცა ერთი და იგივე აზრის შემცველია, ასე თუ ისე...
გმადლობთ...
13. ჰო, კარგია, მაგრამ ტრიოლეტის წესებია დარღვეულია აქა-იქ :)) ++ ჰო, კარგია, მაგრამ ტრიოლეტის წესებია დარღვეულია აქა-იქ :)) ++
12. მომწონს ეს გვერდი! :) მომწონს ეს გვერდი! :)
11. ნუთუ...
თმა-წვერში ჩაძირული... ნუთუ...
თმა-წვერში ჩაძირული...
10. მუსიკა უფროა...მომეწონა ხძალიან...5 მუსიკა უფროა...მომეწონა ხძალიან...5
9. არა არა, უეჭველად არსებობს რაღაცა :)
რამდენიმე წუთის უკან, ტელევიზორი გადავრთე იმ არხზე, რომელზეც არასდროს ვრთავ და ერთი, თმა-წვერში ჩაძირული ახალგაზრდა, ზუსტად იმ სიტყვებს ამბობდა, აქედან რომ გავიყოლიე ამის წინ:
"ხან ცხოვრებიდან ამომშლი და ხან არ ამომშლი."
არადა, მიმტკიცებენ -იცნობო :)
არა არა, უეჭველად არსებობს რაღაცა :)
რამდენიმე წუთის უკან, ტელევიზორი გადავრთე იმ არხზე, რომელზეც არასდროს ვრთავ და ერთი, თმა-წვერში ჩაძირული ახალგაზრდა, ზუსტად იმ სიტყვებს ამბობდა, აქედან რომ გავიყოლიე ამის წინ:
"ხან ცხოვრებიდან ამომშლი და ხან არ ამომშლი."
არადა, მიმტკიცებენ -იცნობო :)
8. გმადლობთ... გმადლობთ...
7. ძალიან ნიჭიერ ავტორთან გვაქვს საქმე,ყოველთვის განხვავებული და შინაარსობრივად ღრმად დატვირთული ლექსები გაქვთ,მასში ყოველთვის ჩანს თქვენი მაღალი ინტელექტი და ეგზოტიკურობა,დარწმუნებული ვარ საზოგადოება სათანადოდ შეაფასებს და დააფასებს თქვენს შემოქმედებას,წარმატებები ძალიან ნიჭიერ ავტორთან გვაქვს საქმე,ყოველთვის განხვავებული და შინაარსობრივად ღრმად დატვირთული ლექსები გაქვთ,მასში ყოველთვის ჩანს თქვენი მაღალი ინტელექტი და ეგზოტიკურობა,დარწმუნებული ვარ საზოგადოება სათანადოდ შეაფასებს და დააფასებს თქვენს შემოქმედებას,წარმატებები
5. ლიგატურა — ასო-ნიშანი, რომლითაც გადმოცემულია ორი, ან ორზე მეტი ბგერა.
დაგო - ესპანელებს, პორტუგალიელებს და თუ არ ვცდები იტალიელებსაც კი, რომლებიც ამერიკაში ცხოვრობენ დაცინვით ეძახიან ამერიკელები: ''შავტუხას", ''შავგრემანს''. ლიგატურა — ასო-ნიშანი, რომლითაც გადმოცემულია ორი, ან ორზე მეტი ბგერა.
დაგო - ესპანელებს, პორტუგალიელებს და თუ არ ვცდები იტალიელებსაც კი, რომლებიც ამერიკაში ცხოვრობენ დაცინვით ეძახიან ამერიკელები: ``შავტუხას", ``შავგრემანს``.
4. ავტორი: ხურსი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 2
25 ნოემბერი, 2013 რაღაც ჭარბი ჰეროინია აქ წარმოდგენილი დადებით კონტექსტში და ეს არ მომეწონა, ჰო და ზოგიერთი სიტყვა ვერ გავიგე მაგ: ლიგატურა, დაგო. ავტორი: ხურსი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 2
25 ნოემბერი, 2013 რაღაც ჭარბი ჰეროინია აქ წარმოდგენილი დადებით კონტექსტში და ეს არ მომეწონა, ჰო და ზოგიერთი სიტყვა ვერ გავიგე მაგ: ლიგატურა, დაგო.
3. მადლობელი ვარ, რომ სწორად გესმით... მადლობელი ვარ, რომ სწორად გესმით...
2. მიმზიდველია და სასიამოვნოდ იკითხება, რის გამოც ,,ჩარჩოს" ვერ იგუებს. +++ მიმზიდველია და სასიამოვნოდ იკითხება, რის გამოც ,,ჩარჩოს" ვერ იგუებს. +++
1. ცოტათი კი არის დარღვეული ტრიოლეტის კანონიკა, მაგრამ ლექსი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ეს ავტორი ძალიან კარგად ფლობს სიტყვას და შესანიშნავად წერს!
ორიგინალური შედარებები, სახეები, ეგზოტიკურობა და ამასთანავე საამო ჟღერადობა - იშვიათია ლექსის ამდენი ღირსების ასეთი ოსტატური შერწყმა.
"ხან ცხოვრებიდან ამომშლი და ხან არ ამომშლი."-ეს ფრაზა ამეკვიატება ახლა :)
ცოტათი კი არის დარღვეული ტრიოლეტის კანონიკა, მაგრამ ლექსი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ეს ავტორი ძალიან კარგად ფლობს სიტყვას და შესანიშნავად წერს!
ორიგინალური შედარებები, სახეები, ეგზოტიკურობა და ამასთანავე საამო ჟღერადობა - იშვიათია ლექსის ამდენი ღირსების ასეთი ოსტატური შერწყმა.
"ხან ცხოვრებიდან ამომშლი და ხან არ ამომშლი."-ეს ფრაზა ამეკვიატება ახლა :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|