ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ენმესაგშარრი
ჟანრი: პოეზია
11 დეკემბერი, 2013


შუადღის სიზმარი

ვწევარ სარეცელზე,
სიზმრებით გარეცხილი,
დღე არის მზიანი
ცინცხალი სარეცხივით,
ამდორდა, შენივთდა ბავშვობის ხმები და
მგონი ვიყურები საკუთარ ნებიდან
გამიქრა სახიდან სულის დარაბები,
ახლა აქლემზე ვარ შესუდრულ არაბივით,
უკან მომყვება სულთა ქარავანი
მთვარე გაიძოწა როგორც ფარავანი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები