ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
28 ნოემბერი, 2013


დანარჩენს მერე მოგიყვები...

მომწონხარ... იცი, რატომ?
ძველი ცხოვრებიდან დაგიმატე...
მეგობრები ვიყავით, თან გაურიყავი,
მთელები ვბრუნდებოდით ომებიდან.
მერე, ორივეს ერთი ქალი „მოგვეკიდა“.
( ლამაზი იყო, შობელძაღლი!)
უკურნებელივით მომეძალა.
ბევრი ვიფათერაკე და გახდა ჩემი.
მერე კი იცი დანარჩენი...
შენ გვერდზე გადექი, მე დამითმე...
ღირსება იცოდი, როგორც ფსალმუნი მედავითნემ!
ამ ცხოვრებაში ისევ შევხვდით,
ახლა მითხარი, რაც მაშინ ვერ თქვი...
მე ის ქალი ვარ, ცხენზე  რომ არ შემოისვი.
შემომიშვი! არაფერს დაგიშავებ,
უბრალოდ, თმა მაქვს უფრო შავი,
თვალები - შენფერი, ჭროღა კატის.
მე არ ჩავითვლები მოღალატედ...
ტუჩის კუთხისაკენ მივიწიე,
შენს ერთ საღამოში მიმიწვიე...
ღირსებას ჩემსავით უყვარხარ!
გამოჩნდი! ვიცი, ჩემს უკან ხარ...
          26.12.13


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები