| ავტორი: თემური57 ჟანრი: პოეზია 1 დეკემბერი, 2013 |
,,დიდგორი” ,,კიბო ვატერლოოა კუჭში დაბუდებული.” ნაპოლეონი პირამიდებმა დაგანათლეს ,,ბიბან ალ მულუქ,” შენ ეს სახელი, ისტორიამ ინება ასე, ქვებმა გაუძლეს უსაშველო უდაბნოს ზლუქუნს და უკვდავების ტკივილისთვის დაიკრეს სახრე; ,,ბიბან ალ მულუქ” წაიშლები მიწასთან ერთად ... . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ,,იმედი" მორბის ,,მარათონის” დაფარა სივრცე, რა შეუძლია ადევნებულ ჩანჩალა სიკვდილს, ,,ოლიმპოს” ღმერთებს გამარჯვებამ შემატა სიმხნე, იტყვის წარსულის უკვდავებას ჟამთასვლა, იტყვის; ,,ბიბან ალ მულუქ” წაიშლები მიწასთან ერთად ... . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . შენ ვინ შეგბედავს პირველობის წაგართვას ,,დაფნა,” კიბოს მარწუხებს ,,ვატერლოოს” სურნელი ასდის, აღარ ბიბინებს ,,კულიკოვოც,” უკვე ,,გადახმა,” და ,,მარსის ველზე” დააბოტებს აჩრდილი მარსის; ,,ბიბან ალ მულუქ” წაიშლები მიწასთან ერთ ... . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . დრო ვერ გაუძლებს პირამიდებს, იცი და როკავ და არ ანაღვლებს პირამიდებს თუნდაც ,,დიდგორი”... არა! ,,ალგეთში” საქართველოს ჯილაგი ბორგავს, დაგლეჯილ ძარღვში წინაპარის ,,ყივის იქორი.” ,,ბიბან ალ მულუქ” წაიშლები ,,დიდგორთან” ერთად ... თემური
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. ბოდიში მუხას. გელასთვის უნდა მიმეწერა. რაც შეეხება ბრჭყალებს, ჩავთვალოთ, რომ რაღაც მეშლება მართლწერაში(არ ვარ ლიტერატორი) და ამაზე მაინდამაინც ყურადღებას არც ვამახვილებ, ამისთ- ვის კორექტორის პროფესია არსებობს. თუმცა თანამედროვე გრამატიკა უფლებას იძლევა იქ გამოიყენო სხვადასხვა ნიშნები (სასვენი ნიშნები), სადაც ავტორს მოესურვება. ჩემი აზრით ამას აქვს თავისი გამართლება, ბოდიში მუხას. გელასთვის უნდა მიმეწერა. რაც შეეხება ბრჭყალებს, ჩავთვალოთ, რომ რაღაც მეშლება მართლწერაში(არ ვარ ლიტერატორი) და ამაზე მაინდამაინც ყურადღებას არც ვამახვილებ, ამისთ- ვის კორექტორის პროფესია არსებობს. თუმცა თანამედროვე გრამატიკა უფლებას იძლევა იქ გამოიყენო სხვადასხვა ნიშნები (სასვენი ნიშნები), სადაც ავტორს მოესურვება. ჩემი აზრით ამას აქვს თავისი გამართლება,
10. კარგი ლექსია ++ კარგი ლექსია ++
9. ბევრი რამ მომეწონა ამ ლექსში... + ბევრი რამ მომეწონა ამ ლექსში... +
7. ,,ბიბან ალ მულუქ" - მეფეთა ველია, სადაც პირამიდები დგას. მუხა .ეს ლექსი ჩამოთვლის ყველა დიდ და ცნობლი ველს, ისე, როგორც დიდგორს. კულიკოვო -რუსეთში (მათი დიდგორი ) მარსის ველი, მარათონი, ვატერლოოსთან ბრძოლა _ ნაპოლეონი. და ვადარებ ამ ველებს დიდგორს. არის ასეთი გამოთქმა: ,,ადამიანებს ეშინიათ დროსი, დროს კი პირამიდების." ( არ მახსოვს ავტორი) დიდი მადლობა ყველას. გაიხარეთ. ,,ბიბან ალ მულუქ" - მეფეთა ველია, სადაც პირამიდები დგას. მუხა .ეს ლექსი ჩამოთვლის ყველა დიდ და ცნობლი ველს, ისე, როგორც დიდგორს. კულიკოვო -რუსეთში (მათი დიდგორი ) მარსის ველი, მარათონი, ვატერლოოსთან ბრძოლა _ ნაპოლეონი. და ვადარებ ამ ველებს დიდგორს. არის ასეთი გამოთქმა: ,,ადამიანებს ეშინიათ დროსი, დროს კი პირამიდების." ( არ მახსოვს ავტორი) დიდი მადლობა ყველას. გაიხარეთ.
6. "ალგეთში" საქართველოს ჯილაგი ბორგავს,
დანარჩენი ვერ გავიგე, ავტორის არა! ჩემი პრობლემაა. "ალგეთში" საქართველოს ჯილაგი ბორგავს,
დანარჩენი ვერ გავიგე, ავტორის არა! ჩემი პრობლემაა.
5. მოგიწონე თემურ. საინტერესო ლექსია.++++ გაიხარე მოგიწონე თემურ. საინტერესო ლექსია.++++ გაიხარე
4. დრო ვერ გაუძლებს პირამიდებს, იცი და როკავ და არ ანაღვლებს პირამიდებს თუნდაც ,,დიდგორი”... არა! ,,ალგეთში” საქართველოს ჯილაგი ბორგავს, დაგლეჯილ ძარღვში წინაპარის ,,ყივის იქორი.” ++ დრო ვერ გაუძლებს პირამიდებს, იცი და როკავ და არ ანაღვლებს პირამიდებს თუნდაც ,,დიდგორი”... არა! ,,ალგეთში” საქართველოს ჯილაგი ბორგავს, დაგლეჯილ ძარღვში წინაპარის ,,ყივის იქორი.” ++
3. ძალიან კარგი ლექსია... ძალიან კარგი ლექსია...
2. რამდენი ბრჭყალია :)
ბიბან ალ მუქი თუ სწორად მახსოვს ხეობას ჰქვია ეგვიპტეში, სხვანაირად- მეფეთა კარიბჭე. ეგვიპტოლოგიით ვიყავი გატაცებული ერთ დროს და მგონი სწორად მახსოვს, თუ არა მომიტევეთ :) კარგი პარალელია, მარათონი, დიდგორი და ალ მუქი .. რამდენი ბრჭყალია :)
ბიბან ალ მუქი თუ სწორად მახსოვს ხეობას ჰქვია ეგვიპტეში, სხვანაირად- მეფეთა კარიბჭე. ეგვიპტოლოგიით ვიყავი გატაცებული ერთ დროს და მგონი სწორად მახსოვს, თუ არა მომიტევეთ :) კარგი პარალელია, მარათონი, დიდგორი და ალ მუქი ..
1. კარგია თემურ, რას ნისნავს *ბუბან ალ მულუქ*? თუ გვეტყვი უკეთესი კარგია თემურ, რას ნისნავს *ბუბან ალ მულუქ*? თუ გვეტყვი უკეთესი
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|