ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ჩაკვეტაძე.
ჟანრი: პოეზია
3 დეკემბერი, 2013


შეჟი ბზია!

ამ ნაპირს თუ აუყვები,
ნაპირ–ნაპირ თუკი მიხვალ,
ზვირთებ–ზვირთებ ეხეთქება
ზღვა ნაპირს და ნაპირი ზღვას.
როგორ მიყვარს!
როგორ მიყვარს!
რაც ამ ნაპირ–ნაპირ არის -
მზე–მზე, ზღვა–ზღვა,
ციაგ–ციაგ, ცა–ცა
ღრუბელ–ნატირალი.
ამ გზის ბოლოს,
ამ ზღვის ახლოს
არის ჩემი მამამძუძე.
ჩემს ბავშვობის სამოსახლოს,
თავს ევლება, ღამეს უთევს.
ამ ნაპირს თუ აუყვები,
ნაპირ–ნაპირ სოხუმია.
შეჟი ბზია აფხაზეთო!
აფხაზეთო შეჟი ბზია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  თიკუნა, მედეა მოლოდინი ვულოცავთ დაბადების დღეს