თავზე მადგას გვირილების გვირგვინი, ცას გავცქერი, თან ვაბოლებ პაპიროსს, შორს მიჩუმდა ბაყაყების ყიჟინა, მოიღრუბლა... ალბათ წვიმას აპირებს...
დაბლა ფრენენ გულთმისანი მერცხლები, ვარაუდი წვიმის მიდასტურდება, სახლისაკენ გავიწიე, ვეცლები, დე გაგრილდეს დასიცხული ბუნება.
დაიქუხა, თითქოს მოემზადეთო - გაგვაფრთხილა შავგვრემანმა ღრუბელმა და დაუშვა, აჰაა - გაიხარეთო! დატრიალდა სველი მიწის სურნელი...
თბილი წვიმა რეცხავს ირგვლივ ყველაფერს, მის მსხვილ წვეთებს თავს უხრიან ფოთლები, სიხასხასე დაუბრუნდა ყველა ფერს, პეიზაჟი ნელ-ნელა იორთქლება...
თავზე მადგას გვირილების გვირგვინი, ვაქრობ ახალმოკიდებულ პაპიროსს, ზეცა ახლა ცისარტყელას იგონებს, მე კი ჩემი მუზა უნდა მესტუმროს...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ეს კი მართლა სუსტია, არ გეწყინოს. აზრი კარგია, "შავგვრემანი ღრუბელიც" ძალიან მომეწონა, მერცხლების წინასწარმეტყველებაც, მაგრამ მთლიანობაში სუსტია. ალბათ, წინა ორმა ლექსმა კარგი შშაბეჭდილება რომ დატოვა, უკეთესს ველოდებოდი :)
პატივისცემით. 2 ეს კი მართლა სუსტია, არ გეწყინოს. აზრი კარგია, "შავგვრემანი ღრუბელიც" ძალიან მომეწონა, მერცხლების წინასწარმეტყველებაც, მაგრამ მთლიანობაში სუსტია. ალბათ, წინა ორმა ლექსმა კარგი შშაბეჭდილება რომ დატოვა, უკეთესს ველოდებოდი :)
პატივისცემით. 2
3. ამაზე უკეთესი ლექსები გაქვს ირაკლი. ამაზე უკეთესი ლექსები გაქვს ირაკლი.
2. ო ვკუსახ ნე სპორიატ, არ მწყინს ;) ო ვკუსახ ნე სპორიატ, არ მწყინს ;)
1. ვიქნები გულწრფელი, არ გეწყინოს, ლექსი არ მომეწონა. უკეთესის მოლოდინში. ვიქნები გულწრფელი, არ გეწყინოს, ლექსი არ მომეწონა. უკეთესის მოლოდინში.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|