ჩაფიქრებული ვზივარ ზღვის სანაპიროზე და ვუყურებ ,თუ როგორ ურცხვად ბანაობენ მზის სხივები ვნებამორეული ზღვის ტალღებში,მერე კი მათ შორის იწყება ნელი ტანგო...სანახაობა იმდენად საოცარია,რომ გული გამალებით იწყებს ფეთქვას,მაგრამ სწორედ ამ დროს მზე თავისთან იხმობს სხივებს.ზუსტად ისევე,როგორც ჩვენი მშობლები გვეძახდნენ ბავშვობაში აივნიდან ეზოში სათამაშოდ ჩასულებს.სხივები დაუმშვიდობებლად ტოვებენ ზღვას,თუმცა ის არ წუხს ამაზე,რადგან ხვალ მათ ისევ ექნებათ პაემანი და იქნებიან ასე მარადიულად შეყვარებულები... ადამიანებისაგან განსხვავებით, ზღვამ იცის, თუ რა არის ჭეშმარიტი სიყვარული,_ეს შეჩვევაა,სულიერი სიახლოვეა,ნიჭია რეალურის ირეალურთან შერწყმისა.სიყვარული თავად სრულყოფილებაა,რადგან ის სიცოცხლის მიზეზია და ჩვენი არსებობის ყველაზე დამაჯერებელი გამართლება.ის თავდაპირველად პატარაა,ნელ-ნელა კი იზრდება და ვითარდება,როგორც ჩანასახი დედის სხეულში,ოღონდ იგი არ იბადება,არამედ იქცევა სიყვარულის ვულკანად,რომლიდანაც ამოფრქვეული ლავით იფარება სამყარო და ვარდისფერი ხდება... მე უეცრად ვდგები,გავრბივარ და ანგარიშმიუცემლად ვჩერდები ქალთან,რომელიც ვარდებს ყიდის...ან იქნებ თავად სიყვარულს?!-არ ვიცი!მე მაინც ვყიდულობ მათ,ვუტოვებ ხურდას და ვბრუნდები სანაპიროზე.ზღვაში ვყრი ვარდებს,რათა მან ხვალ სხივებს დაახვედროს.ოდესმე მათაც ექნებათ ქორწილი.მათთვის მე ვიქნები მღვდელიც,მეჯვარეც და სტუმარიც... უკვე დაბინდდა.დღემ ღამის პერანგი ჩაიცვა.მე მაინც ცხადად ვხედავ მზეს,ამ მზეში ნოდარს და გზას,მიმავალს თქვენი გულებისაკენ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ლელი :-* :) ლელი :-* :)
4. უკვე დაბინდდა.დღემ ღამის პერანგი ჩაიცვა.მე მაინც ცხადად ვხედავ მზეს,ამ მზეში ნოდარს და გზას,მიმავალს თქვენი გულებისაკენ...
:-* :) უკვე დაბინდდა.დღემ ღამის პერანგი ჩაიცვა.მე მაინც ცხადად ვხედავ მზეს,ამ მზეში ნოდარს და გზას,მიმავალს თქვენი გულებისაკენ...
:-* :)
3. მარტინ,მუხა,დიდი მადლობა შეფასებისთვის. :) მარტინ,მუხა,დიდი მადლობა შეფასებისთვის. :)
2. საინტერესოა ....კარგი ხარ ივო ++ საინტერესოა ....კარგი ხარ ივო ++
1. კარგია! მხოლოდ სახელი ნოდარი მგონი არ უნდა დაგეწერა, ისედაც გასაგებია! კარგია! მხოლოდ სახელი ნოდარი მგონი არ უნდა დაგეწერა, ისედაც გასაგებია!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|