 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: პოეზია 19 ნოემბერი, 2008 |
წესისამებრ,ლექსთა უმრავლესობაში დრამატულ სათქმელსა და შესაბამისად,კომპოზიციას ვირჩევ..რაღაც მომენტში,1998 წელს ვიფიქრე,რომ ძალზე ვიზღუდებოდი ამ დრამატიზმით და გადავწყვიტე ერთი პატარა , პრინციპულად მშვიდი, ე,წ. ლოკალური თანხმოვნებისგან მაქსიმალურად ''გაწმენდილი'',კეთილხმოვანი .ამავე დროს პოლიმეტრული ლექსი დამეწერა და ამ ლექსში ადამიანის ცხოვრებაში ერთ ერთი ყველაზე ტრაგიკული მომენტი - დედის გარდაცვალება ისე ამესახა,რომ მკითხველში მძაფრი თანაგრძნობა კი არა ღიმილიანი სევდა გამომეწვია.,.უკონცეფცოიოდ მაინც ვერ მოვისვენე,ამიტომ ლექსს ღერძად დავუდე ფსიქოანალიზის ერთი დებულება,რომლის თანახმადაც,პიროვნება ზრდასრული ხდება იმ მომენტიდან,როდესაც თავისუფლდება ე.წ.'' მშობლის პროგრამისაგან' და რეალობის პირისპირ მარტო დადგება. ( ქართველებს ეს გათავისუფლება სიბერემდე გვიჭირს,მათ შორის - მეც).
გამოღვიძება
მაქმანიანი საბანი ჩამოვარდნილა ძირს, სძინავს პატარას ნეტარად და ვინ დაუფრთხობს ძილს.
''ხომ არ შეგცივდა ნეტავი, ჩემო ღუღუნა ქედანო, ან ძილში რატომ იღიმი, ნეტა რა სიზმარს ხედავო?"
ბნელდება. მიდის ბურუსში დედა, ფეხაკრეფით და ხელისცეცებით და ბინადარნი ციურ ბუდეთა ვიზრდებით, რადგან ციდან ვეცემით.
(კრებულიდან :''დილისპირული''თბ.2002)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ვიზრდებით, რადგან ციდან ვეცემით.
როგორც ძილში, არა? ვიზრდებით, რადგან ციდან ვეცემით.
როგორც ძილში, არა?
5. რომ იცოდეთ, რა ძალიან კარგი ლექსია ქალბატონო ნინო და როგორ არაფერშუაშია მთელი ეს ვრცელი შესავალი... 10 რომ იცოდეთ, რა ძალიან კარგი ლექსია ქალბატონო ნინო და როგორ არაფერშუაშია მთელი ეს ვრცელი შესავალი... 10
4. :)უ, რა ფინალიაააა :)უ, რა ფინალიაააა
3. ფსიქოანალიზის ერთი დებულება,რომლის თანახმადაც,პიროვნება ზრდასრული ხდება იმ მომენტიდან,როდესაც თავისუფლდება ე.წ.'' მშობლის პროგრამისაგან' და რეალობის პირისპირ მარტო დადგება.
ამ დღეებში ზუსტად ამაზე ვფიქრობდი, ცოტა სხვა კუთხით... :) ფსიქოანალიზის ერთი დებულება,რომლის თანახმადაც,პიროვნება ზრდასრული ხდება იმ მომენტიდან,როდესაც თავისუფლდება ე.წ.`` მშობლის პროგრამისაგან` და რეალობის პირისპირ მარტო დადგება.
ამ დღეებში ზუსტად ამაზე ვფიქრობდი, ცოტა სხვა კუთხით... :)
2. ბნელდება. მიდის ბურუსში დედა, ფეხაკრეფით და ხელისცეცებით და ბინადარნი ციურ ბუდეთა ვიზრდებით, რადგან ციდან ვეცემით.
დავტოვე ღიმილიანი სევდა...:)...5 ბნელდება. მიდის ბურუსში დედა, ფეხაკრეფით და ხელისცეცებით და ბინადარნი ციურ ბუდეთა ვიზრდებით, რადგან ციდან ვეცემით.
დავტოვე ღიმილიანი სევდა...:)...5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|