 | ავტორი: ზაზა-მუხა ჟანრი: პოეზია 8 დეკემბერი, 2013 |
უსისხლო კაპილრებს იტანენ თითები, უღმერთო ბილიკზე შემოვრჩი ეულად, დადიან სენივით უაზრო მითები, დადიან სუყველგან,ცხოვრებით წყეულად... საღამო ვერლიბრებს უკითხავს ტირიფებს, სამსჯავროს მოუკლავს მოხუცი თოლია, მშიერი ნიბლია თავისთვის იტირებს, არცერთი ნამცეცი პური არ ჰქონია... და ღამე,უმთვარო ბილიკზე წარმდგარი, კეთროვანს უნათებს,ცოდვილს და უღმერთოს, მისთვის ხომ ძე ქრისტეც არარის აღმდგარი, ასჯერ და ათასჯერ სულში რომ უმღერო... ულანდო გზებია,საღამოს ხელახლა, მოუკვდა ვარსკვლავი დედაბერ პლანეტას, სიცივით მისკდება თითები მე ახლა, ვატარებ ფიქრებში ძველებურ კარეტას... საღამო ვერლიბრებს უკითხავს ნეკერჩხალს, სამსჯავროს მოუკლავს მოხუცი თოლია, ცხოვრება დამადებს მე გულზე ნაკვერჩხალს, ღამეა ჩუმი და კვლავ მელანქოლია...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. კარგი ავტორი ხართ. წარმატებები.++ კარგი ავტორი ხართ. წარმატებები.++
4. საინტერესო ავტორი ვიპოპვნე ვფიქრობ ,წარმატებები ზაზა და ჩემი შეფასების მაქსიმუმს ვტოვებ აქ საინტერესო ავტორი ვიპოპვნე ვფიქრობ ,წარმატებები ზაზა და ჩემი შეფასების მაქსიმუმს ვტოვებ აქ
3. ვუერთდები. მომეწონა. 5. ვუერთდები. მომეწონა. 5.
2. მე მომწონს.. კარგია.. წარმატებები... 5 ქულა შენ ჩემგან მე მომწონს.. კარგია.. წარმატებები... 5 ქულა შენ ჩემგან
1. საღამო ვერლიბრებს უკითხავს ტირიფებს, + საღამო ვერლიბრებს უკითხავს ტირიფებს, +
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|