*** ბოლოს გამოჩნდება ვინმე, ვინმე ჩემი სულის ფერი, ვიფრენთ, უკან ის და წინ მე, ცისკენ, ჰერი, ჰერი, ჰერი...
*** მარტო კაცი, ჭამაშიაც ბრალია, თუმც ეს ბრალი, ამ კაცის კი არ არის, ბრალი იმას, სხვისთვის რომ არ სცალია, მძიმე მოსჩანს ლოდი მისი სამარის...
*** თუკი მსოფლიო არ გიყვარს, ვით შენი სამშობლო, თუ დიდების გზას შეჰყოლიხარ და არ მოელტვი, მაშინ უბრალო მოკვდავთაგან ერთი ხარ მხოლოდ, მაშინ არა გაქვს უფლება, რომ გერქვას - პოეტი!
*** როგორ ცდებიან შენ–ობით რომ მიმართავენ ორსულ ქალს, ნუთუ არ ესმით სუნთქვის ხმა, მისი ნაყოფი რომ სუნთქავს?!
თეთრი სამძიმარი
ტირის აფრიკა, ავსებია ცრემლით თვალები, წუხს უდიდესი აფრიკელის გარდაცვალებით. იყო კაისუს, იყო მარტინ, არის ედსონი, მაგრამ სულ სხვაა ზანგთა შორის – ღვაწლი ნელსონის!
*** განსხვავებით ალპთა, ანდთა, მით იცნობა კავკასია, ძუსთვის ბრძოლა ყოყოჩ ხვადთა - წესი არის აქ, ასეა!..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ნუ გშურს, შიგადაშიგ ძველებსაც ვაპარებ ხოლმე :) ნუ გშურს, შიგადაშიგ ძველებსაც ვაპარებ ხოლმე :)
6. მშურს შენი პროდუქტიულობა "იმენნა" შავი შურით. =))))) მშურს შენი პროდუქტიულობა "იმენნა" შავი შურით. =)))))
4. გეთანხმები ნელსონ მანდელს შეფასებაში, ის სულ სხვა იყო, სხვა განზომილება! ერთ-ერთი უდიდესი პიროვნება იყო კაცობრიობის ისტორიაში! გეთანხმები ნელსონ მანდელს შეფასებაში, ის სულ სხვა იყო, სხვა განზომილება! ერთ-ერთი უდიდესი პიროვნება იყო კაცობრიობის ისტორიაში!
3. განსაკუთრებით მომეწონა ორსულზე ნათქვამი. ღრმააზროვანი სტროფებია. განსაკუთრებით მომეწონა ორსულზე ნათქვამი. ღრმააზროვანი სტროფებია.
2. მაგარია "ლექსპრომტი"იმნა სერიოზულ5+++++ მაგარია "ლექსპრომტი"იმნა სერიოზულ5+++++
1. მომწონს მომწონს მომწონს მომწონს მომწონს მომწონს
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|