ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტერეზა
ჟანრი: პროზა
12 დეკემბერი, 2013


აბსურდი

-ეს მოხდა ამა და ამ წლის ამ დღეს...
(„თითქოს ყვება ისტორიულ ამბავს“)
ჟან ბატისტი ერქვა... ლამაზ სახელია არა? თუკი ვაჟიშვილი მეყოლა ჟან-ბატისტს დავარქმევ“.  ისე მოსაყოლიც არაფერია, ტიპიური “love story”…
ის დრო იყო „მზეში რომ გაერევა უკვე ქარვისფერი“... ბუნება რომ ითენთება თითქოს...
თეთრ ბატკანს ვგავდი: „მზე იცინის, ჩიტი გალობს დელია....“
სახლიდან სულ ხტუნვა-ხტუნვით გამოვედი... ვფიქრობდი: „ჩიი-ტებს მი-ვუ-სიმ-ღეე-რებ, ჭიიკ-ჭიკ, ჭიკ-ჭიკ მერ-ცხაა-ლო“-თქო...
(არა, რა მეკაიფება ერთი ვიცოდე?! )
მოკლედ გამოვეტიე სოლოლაკის დანგრეული სახლიდან და შევხვდი...
მითხრა „ მოდი წავიდეთ, სადმე წავიდეთ“-ო.
(არა რა, მაგრათ მეკაიფება... )
ჰოდა წავედით...
ყურს ვუგდებდით „საქართველოს მთებს და ლელიანს“...
„ქარი ჩამი-ჩუმით ქროდა“...
გულში სულ მემღერებოდა:
„ერთ პატარა ეზოს, ჰყავდა ორი რეზო“...
სასწაულია რა ეს საბავშვო სიმღერები, სად წამოგიტივტივდება და რა გარემოში კაცმა არ იცის....
იმ დღეს „მთელი ღამე და ქუჩები გადავიარეთ“...
ვსაუბრობდით ბავშვობის ხეებზე და სუნებზე... თამაშზე „ჭვავის ყანაში“.
-მერე?
-(„მერე?! რა მერე! მერეს ლოდინში ადამიანი მაინც მარტოა...“)
გამუდმებული ომი ცნობიერსა და ქვეცნობიერს შორის... „იაპონიამ უთხრა გერმანიას“...
-რა გითხრა?
-„ეს ის არ არის რასაც შენ ფიქრობ“-ო...
-რა ა?!
-ეგ არ მახსოვს ოღონდაც რომელი სერია იყო ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები