შენ არასოდეს გეშინოდა მარტოობის, ამბობდი: ყველაფერი მარტოა და მარტოსული. ამბობდი: პეპლები ყველაზე ბედნიერი მწერები არიან, რადგან ისინი სამ დღეში მარტოობის ტკივილების განცდას ვერ ასწრებენ, სიცოცხლით ტკბებიან და ბედნიერები იხოცებიან. მე გეუბნებოდი : "ვინ იცის?!" და ვიღიმოდი. ამბობდი: ჰაერი მყიფეა და არა- გამჭვირვალე, ენერგოველებით გადახუნძლული და არა- მსუბუქი. არასოდეს გეშინოდა იმ დღის, მტვრის მარტივ ნაწილაკებად ქცეულები ჰაერს რომ შევუერთდებოდით. ამბობდი: ეს იქნება ჭეშმარიტი თავისუფლება, ნათელი გონის თავისუფლება ბინძური სხეულისგან და ცოდვებდახუნძლული სულისგან. მე გისმენდი, თან ფანჯრიდან ვუყურებდი ხალხს, რომელიც რუსთაველზე მიაბიჯებდა სხვადასხვა ლოზუნგიანი პლაკატით, დროშით და გპასუხობდი "ვინ იცის?!" "სრულყოფილი იქნებოდა სამყარო ადამიანის გარეშე",- თვლიდი შენ და მე ვერ წარმომედგინა სრულყოფილი სამყარო შენი აზრების და მსგავსი საუბრების გარეშე. ადამიანები გეზიზღებოდა და გჯეროდა, ადრე თუ გვიან აუცილებლად გადაშენდებოდნენ დინოზავრებივით. მე ვიჯექი და გისმენდი, როგორც უკანასკნელ მოჰიკანს, გული მტკიოდა, რომ გადაშენების პირას მყოფთაგანში, რეალურად, მარტო შენ მოგიაზრებდი და ვამბობდი: "შესაძლოა!". დამპირდი, შესაძლოა გადარჩენა, დამპირდი, გადარჩენა ადამიანების სიძულვილზე გადის. დამპირდი, თავისუფლება სიკვდილის შემდეგ მოდის. დამპირდი, ჩემი მარტოობა სიცოცხლესთან ერთად დასრულდება. დამპირდი და ვინ იცის, იქნებ, დაგიჯერო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. გავგიჟდიი და გადავირიეე ! მაგარიაა გავგიჟდიი და გადავირიეე ! მაგარიაა
9. დამპირდი, თავისუფლება სიკვდილის შემდეგ მოდის. დამპირდი, ჩემი მარტოობა სიცოცხლესთან ერთად დასრულდება.
კარგია დამპირდი, თავისუფლება სიკვდილის შემდეგ მოდის. დამპირდი, ჩემი მარტოობა სიცოცხლესთან ერთად დასრულდება.
კარგია
8. მომწონს ავტორის შემოქმწედება საერთოდ. მომწონს ავტორის შემოქმწედება საერთოდ.
7. გონიერი ადამიანის ნაწერია.
ნიჭიერისაც :)
გონიერი ადამიანის ნაწერია.
ნიჭიერისაც :)
6. სათაური იქით იყოს და, საინტერესო ტექსტია, მომეწონა. სათაური იქით იყოს და, საინტერესო ტექსტია, მომეწონა.
5. არც ფრანგულად გეწერათ სწორად, კარგი მახსოვრობა მაქვს. ახლა შეგისწორებიათ. :) არაფერს არ გასწავლით, აკრეფის დროს დაშვებული შეცდომა მეგონა. :) არც ფრანგულად გეწერათ სწორად, კარგი მახსოვრობა მაქვს. ახლა შეგისწორებიათ. :) არაფერს არ გასწავლით, აკრეფის დროს დაშვებული შეცდომა მეგონა. :)
4. ლუტეცია ფრანგულს ნუ მასწავლით მონ ამი :D ლუტეცია ფრანგულს ნუ მასწავლით მონ ამი :D
3. ლუტეცია ფრანგულს ნუ მასწავლ მონ ამი :D ლუტეცია ფრანგულს ნუ მასწავლ მონ ამი :D
2. ჩემი მოწონება შენთან ^_^ ჩემი მოწონება შენთან ^_^
1. promises უნდა იყოს. promises უნდა იყოს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|