ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტერეზა
ჟანრი: პროზა
16 დეკემბერი, 2013


ფერიცვალება

„ განახლდა გული, დღეს ის აღარ ვარ რაც უწინ ვიყავ, ფერი ვიცვალე“

- იცი რას წარმოვიდგენგი ხოლმე? თითქოს უზარმაზარ ტვირთს მივათრევდი გზისგან ზურგშექცეული, წინ კი ვერ ვიყურებოდი... მერე უცებ ტვირთს ხელი შევუშვი და გზისკენ შევბრუნდი... და ცხოვრებაც განახლდა... თუკი სულ უკან იხედები და მძიმე ტვირთს მიათრევ ცხოვრებისგან ვერაფერს მიიღებ. ჯობია ცხოვრებისკენ შებრუნდე და ყველაფერი კარგად იქნება...


▪▪▪

- ახალი ცხოვრების დაწყებას გაუმარჯოს!...
- გაუმარჯოს!
- დღეს უმაგრესი დღე მაქვს, ჩემს ძველ შეყვარებულს შევხვდი, უფრო სწორად მე მიყვარდა ეგ ტიპი ისე, რომ მან არ იცოდა და მოკლედ რაღაც დაიწყო...
- მაგარია! :)

- აუ რამდენი ხალხია... მე თუ მკითხავ მაინც წითელი ჯობია თეთრს...
- მეც ქინძმარაული მომეწონა ყველაზე ძალიან!
- ეკა სადაა?
- მეორე კრუგზე წავიდა...
- ეგ არ მოეშვება სანამ არ გალანძღავენ!.. :)



- ვაა ანა?!... გაიცანით...
- დაჯდომა მინდა...
- მოდი იმ ხის ძირში დავჯდეთ
- აუ მაგრა დამეხვა თავბრუ, მგონი დავთვერი :)
- სიგარეტის მერე უფრო მოგეკიდება.
(ვიღაც ტიპები მეორე ანას)
- ფეისბუქში რატომ არ დამამატე?
- რავი...
- ხედავ ჭაღარას?
- ჰო...
- მაგიტოა! :)
ვიცინით

- რაღაც ყველაფერზე ვიკრიჭებით..
- დავთვერით მგონი...
- აუ, ფეხზე გადავისხი ღვინო, ნამდვილ ბომჟს ვგავარ...
- და რაო იმ ტიპმა დღეს?
- რაო და როგორც აღმოჩნდა მაშინ მართლა მქონდა საბაბი, რომ ამ ტიპზე მეფიქრა და რადგან მერე არ გააგრძელა ჩემთან ურთიერთობა მე მივიჩნიე, რომ გადავამეტე და სინამდვილეში არც არაფერი ხდებოდა.
- შენ როგორ სულ თავის დაზღვევაზე ხარ...
- ჰო რა, ტიპი რომ არ აგრძელებს ურთიერთობას სხვა რა უნდა იფიქრო... არადა თურმე მართლა ქონდა ჩემს მიმართ სერიოზული გრძნობა... და ეგ ყველაფერი იყო ათი წლის წინ...
- აქამდე სად ვიყავიო?
- ოოო, მოგიყვე სერიალი?! გრძელი და ჩახლართული ისტორიაა, სხვა დროს იყოს...



- აუ რა რიგია ტუალეტზე შეიძლება ჩაიფსა...
- ანუ ჯობია ბუჩქი მოვძებნო?
- ექვს საათზე იხურებაო...
- არადა ეხლა შევედი ეშხში.
- მაგრათ მომშივდა და მწვადიც აღარააქვთ უკვე...
- ეგ ტიპი პოზიორობს მაგ მწვადებით, მგონი არ უპირებს შეჭმას...
- ხომ არის ეხლა საცემი!
- ბოროტი!
- სახინკლეში ხომ არ გავაგრძელოთ?
- წავედით!
- კბილები შავი მაქვს? ...........................................................................................................




- კარგი ტიპია ეს მიმტანი
- თხოვე სურათი გადაგვიღოს...
- კარგი იქნებოდა კიდევ ცოტა ხანს რომ გაგრძელებულიყო ეგ ფესტივალი
- რა კარგია ეს „უფასო“ :)
- რაღაც „ნეხვატკა“ მაქვს მაინც....
- მოდი სადმე კლუბში წავიდეთ, ცოცხალ მუსიკას მოვუსმინოთ
- მე ვიცი სადაც! ჩემი კლენტია X-ის მფლობელი და სულ მეპატიჟება, ძალიან მოგეწონებაო.
- ოღონდ მანდ არა!
- რატომ?
- შეეშვი, OK, მანდ არა... კარგი მაშინ სად?
- აუ ეგენი ზოგიერთ დღეებში უკრავენ მგონი Y-ში და Z-Sic და მანდაც არა რა...
- იცი რა ვქნათ? ჯერ მოვძებნოთ ეგენი სად უკრავენ და მერე შევარჩიოთ სხვა კლუბი...
ყველას გაგვეცინა
- წავედით!



- ამ კლუბიდან დაიწყო პრინციპში ყველაფერი. იმ დღეს ზუსტად ამ მაგიდასთან ვიჯექით. მანამდე სამსახურში ვინატრე წითელი ღვინო, ბუხარი და ბანტიანი გიტარა და რომ მოვედით ყველაფერი დაგვხვდა. ბანტიანი გიტარის ნაცვლად კი მთელი ბენდი უკრავდა...
- ეხლა სად არის ეგ ტიპი?
- ყველაფერი დასრულდა
- ეხლავე დაურეკავ!
- არა... შანსი არ არის!
- ცუდია :(



- და ისევ, ახალი ცხოვრების დაწყებას გაუმარჯოს!
- გაუმარჯოს!!!!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები