1. რა უაზრო შაბათის ღამეა,შაბათობით ასე არ ვარ ხოლმე. ღამე არა უკვე თენდება - გეუბნება და იცინის. ჰო, კვირა დილა დაარქვი თუ გინდა, მაგრამ ასე არ ვარ ხოლმე. დაარქვი არა კვირა თენდება - გეუბნება და იცინის.
გაღიზიანებს. იმდენად გაღიზიანებს მზად ხარ თავზე გადაალეწო ის ყავის ჭიქაც, ის საფერფლეც. საკუთარი კბილებიც კი სათითაოდ გამოგლიჯო ყბიდან და თავზე გადაალეწო, ოღონდ აღარასოდეს გაიცინოს.
ჩუმდები და გამჭოლი მზერით უყურებ. არა თვალებში, არც ტუჩებზე, არც სახეზე, არც ხელებზე, სადღაც უსასრულობაში იყურები მაგრამ ზუსტად იცი რომ უყურებ.ხვდება.
სიამოვნებით მომკლავდი ხომ? - იცინის. სიამოვნებით - ამბობ ისე თითქოს პირს არ ამოძრავებდე. შეგიძლია? მე ყველაფერი შემიძლია - ამბობ და ხვდები რომ ყველაზე უსუსური ხარ. დალევ? - გეკითხება და არყის ბოთლს თვალებთან გიტრიალებს. არა - ჩურჩულებ. გეშინია - დაგცინის.
2. ...მეშინია.ახლა შენ რომ ეს ბოთლი გახსნა ისეთ ხასიათზე ვარ ბოლომდე დავცლი, მერე ბოთლს გადაგალეწავ, ნამსხვრევებით სხეულს და სახეს დაგისერავ და გიყურებ სანამ სისხლისგან არ დაიცლები. თითქოს ესმოდეს რასაც ფიქრობ.
შეგიძლია? - ისევ იცინის. - შეგიძლია სიცილი შეწყვიტო? - რატომ? - გული მერევა. - თუ გეშინია? - იცინის.
...მეშინია.მინდა რომ სამუდამოდ ჩაიგდო ხმა, მინდა რომ ცხოვრებაში ეს შემზარავი სიცილი აღარავის ესმოდეს, მინდა რომ პირს რომ გააღებ დამსკდარი ღრძილებიდან სისხლს ვხედავდე. - ფიქრებში პასუხობ.
სისხლი გამშვიდებს ხო? - კიდევ გაგშიფრა - არვიცი. ამ ბოლო დროს მანიაკალური ფიქრები გაქვს. - არვიცი. ადამიანის მოკვლა მართლა შეგიძლია? - არვიცი. რომ შეგეძლოს პირველი მე მომკლავდი ხო? - არვიცი!არვიცი!არვიცი! თავს არ დამანებებ? რატომ მოხვედი საერთოდ? შენ მომიყვანე - ეცინება.
3. ხო, შაბათი საღამო იყო, ბევრი დავლიე, დავრეკე და ვთხოვე მოსულიყო. ღამე მარტო ყოფნის მეშინია და იმიტომ ვთხოვე. სხვისთვის მაინც მეთხოვა?!
- შეიძლება მშიშარა ადამიანები მკვლელები გახდნენ? - ეკითხები შეიძლება - ეცინება. - ვინმე რომ მოვკლა მერე ღამე მარტოობის აღარ შემეშინდება? შეგეშინდება. - მართალია მკვლელებს თავიანთი მსხვერპლები რომ ესიზმრებათ? შესაძლოა.
... არ უნდა მოვკლა, ისედაც თვეში ორჯერ მესიზმრება.
- გეშინია? - იცინის. ხმას არ იღებ. - რომ გესიზმრები ხოლმე გეშინია? ზედ არ უყურებ. - იმიტომ არ მკლავ რომ გეშინია დაგესიზმრო? ხელებს წელზე ხვევ, შუბლს მუცელზე აბჯენ. - რა უაზრო შაბათის ღამეა შაბათობით ასე არ ვარ ხოლმე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. კი, პირველი მცდელობა იყო. მადლობა რომ წაიკითხეთ კი, პირველი მცდელობა იყო. მადლობა რომ წაიკითხეთ
4. ამოუცნობი გრძნობა ) ამოუცნობი გრძნობა )
3. როგორც მივხვდი, ავტორის პირველი მცდელობაა პროზაში და კარგად კი გამოსვლია.
კი იყო სიზმარივით არეული, მაგრამ მაინც კარგად შეკრული ტექსტია.
"საკუთარი კბილებიც კი სათითაოდ გამოგლიჯო ყბიდან და თავზე გადაალეწო, ოღონდ აღარასოდეს გაიცინოს."- რა ორიგინალური იყო ეს :)
როგორც მივხვდი, ავტორის პირველი მცდელობაა პროზაში და კარგად კი გამოსვლია.
კი იყო სიზმარივით არეული, მაგრამ მაინც კარგად შეკრული ტექსტია.
"საკუთარი კბილებიც კი სათითაოდ გამოგლიჯო ყბიდან და თავზე გადაალეწო, ოღონდ აღარასოდეს გაიცინოს."- რა ორიგინალური იყო ეს :)
2. - მართალია მკვლელებს თავიანთი მსხვერპლები რომ ესიზმრებათ? შესაძლოა.
... არ უნდა მოვკლა, ისედაც თვეში ორჯერ მესიზმრება.
:) - მართალია მკვლელებს თავიანთი მსხვერპლები რომ ესიზმრებათ? შესაძლოა.
... არ უნდა მოვკლა, ისედაც თვეში ორჯერ მესიზმრება.
:)
1. სიზმარია? კვირაძალზე სიზმარს ძალა არა აქვსო:D სიზმარია? კვირაძალზე სიზმარს ძალა არა აქვსო:D
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|