ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ენმესაგშარრი
ჟანრი: პოეზია
22 დეკემბერი, 2013


მოწყალების წრე

მე ვარ ეკალი იესოს ფრჩხილქვეშ,
მე ვარ ტკივილი, სიკვდილი, სიცხე,
მაგრამ როდესაც მმარხავენ პირქვე
იესო თავის სისხლიდან მიცხებს

მე ვარ სასტიკი ვით კაიაფა,
და გამცემიც ვარ როგორც იუდა,
ვარ პაიკმკვდარი სიცოცხლის დაფა,
ჩემმა სიბრმავემ გამაჯიუტა

და ვიდრე ქვეყნად დადგა ის ჟამი
მეც განვიბანე უდაბნოს მტვერი
ჩემს ქვაზე დავდგი დაბალი სკამი,
და შევილუკმე ნაზარეველი..

რადგან ხსნა არ არს ხსნა გარეშე ამის
და "მან" ჩემს გულში ისახლა თავი,
რადგან საათად მიქცია წამი
და საჭე მომცა ჩემივე ნავის

ამიტომაც ვსვამ მე კურდღლის წყაროს
ყური ფართო მაქვს და დაცქვეტილი
ჩემს გულში მღერის, ცეკვავს და ხარობს
ადამი უმი და აწყვეტილი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები