 | ავტორი: მარტოხელა ჟანრი: პროზა 19 ნოემბერი, 2008 |
გამვლელნი შეჰყურებდნენ მას, ისმენდნენ მის ნაღვლიან სიმღერას და გულაჩუყებულები, თვალცრემლიანნი შორდებოდნენ იმ ადგილს, მხოლოდ ცოტა თუ ჩააგდებდა ბიჭის წინ დადებულ რკინის კოლოფში ხურდა ფულს. ,,გულო, სანამ გული გქვია, გულო უნდა მტკიოდე, გულო უნდა მიერთგულო, მიმყვე საიქიომდე..." გულში ჩამწვდომი ხმით მღეროდა ბიჭი და სევდიანი თვალებით უყურებდა გამვლელებს. ერთმა ხანში შესულმა, ჭაღარათმიანმა მამაკაცმა სიმწრით დაიკვნესა, მიუახლოვდა ბიჭს და კოლოფში ლარიანი ჩადო. - რა გქვია ბიჭუნი? - Hკითხა. - დათო - მადლიერებით შეხედა ბიჭმა მოხუცს. - სადა ცხოვრობ? დათომ თავი დახარა, ცრემლი მოაწვა. - მშობლები არა გყავს? - ჩავარდნილი ხმით ჰკითხა მოხუცმა.დათომ თავი გაიქნია. თვალები მუჭით მოიწმინდა. - რამდენი წლისა ხარ? - თხუთმეტის. მოხუცმა ამოიკვნესა, ცრემლი მალულად მოიწმინდა და მწარედ ჩაილაპარაკა: - ამისთვის დაიხოცა 9 აპრილს ხალხი? ამას ვეძებდით? აი ჩვენი დამოუკიდებლობა!.. ...ერთმა ახალგაზრდამ დამცინავად აათვალიერა დათო, ცოტა ხანს უსმინა და ურჩია: - ცოტა თანამედროვე რაღაც იმღერე, ეგ რა იდიოტობაა. დათომ მას შეხედა, თვალი გაეყინა ახალ, სუფთა ტანისამოსზე. თვითონ დაკერებული ტანისამოსი ეცვა, ისეთი ჭუჭყიანი, ძალიანაც რომ მოგენდომებინა, ვერ მიხვდებოდი, რა ფერისა იყო ეს ჩასაცმელი თავიდან. დათომ ნაღვლიანად ამოიოხრა... ,,ეს რამხელა, რა უძირო და რა გამძლე გამოდექ, ჯოჯოხეთის დამტეველო, პაწაწინა სამოთხევ." გულიდან ამოსული და მთელი გრძნობით ნათქვამი სიტყვები ხალხში სევდას ბადებდა... მოსაღამოვდა... დათომ ფული დაითვალა და თვალები სიხარულით აევსო: - ერთი თვე მაინც მეყოფა. - ისეთი ხმით ჩაილაპარაკა, თითქოს ერთი ტომარა სავსე ჰქონდა ფულით. - აქ რას აკეთებ? - მოესმა მკაცრად ნათქვამი.აიხედა. მკაცრსახიანი მილიციელი თავს დასდგომოდა და ბრაზით უყურებდა. - არ გითხარი, აქედან აითესე მეთქი? აბა წამოდი! დათომ ხალხს გახედა შეშინებული თვალებით. - საით იყურები, წამოდი მეთქი შენი... - დაიღრინა მილიციელმა. დათო წამოდგა, თავჩაღუნული გაყვა მილიციელს, მანქანამდე მიყვა. გაუბედავად ჩაილაპარაკა: - გამიშვი რა ძია, არაფრეი არ დამიშავებია. - არაფერი დაგიშავებია? - დამცინავად შეეკითხა მილიციელი. - აბა ამოალაგე, რა გაქვს ჯიბეებში! დაუყვირა უცებ. დათომ ხელისკანკალით ამოიღო ფული ჯიბიდან. - სხვა არაფერი გაქვს? დათომ თავი გაიქნია. მილიციელმა ჯიბეები გაუჩხრიკა. ზიზღით დაიმანჭა. ფული ჯიბეში ჩაიდო და მანქანაში ჩაჯდა. გაოგნებული დათო მანქანის კარებს ჩაებღაუჭა. - მომეცი ჩემი ფული. - ქვითინნარევი ხმით შესთხოვა. - გაეთრიე აქედან! - დაიღრინა მილიციელმა და მანქანა დაქოქა. - მომეცი. - დაიკვნესა დათომ. - ორი დღეა არაფერი მიჭამია, მომეცი რა ძია. მილიციელმა მოულოდნელად ხელი მოუქნია. დათო ზურგზე დაეცა და თავი გაუტყდა. წამოდგა, ფეხარეული გაუყვა ქუჩას. ცრემლი და ბოღმა ახრჩობდა. უნდოდა სადმე დავარდნილიყო და ტირილით გული მოეოხებინა. რწმენის ის ნაფლეთი, რაც აქამდე ჯერ კიდევ ჰქონდა შემორჩენილი, სულ გაუქრა. ახლა მას მთელი დედამიწა სძულდა, ყველაფერს ბრაზით უყურებდა... სიცილი მოესმა. მოიხედა: მასზე უმცროსი ბიჭები უყურებდნენ, ერთმანეთსი რაღაცას ამბობდნენ და იცინოდნენ. დათოს ტუჩები აუკანკალდა. - რისთვის ღმერთო... - ჩაიჩურჩულა და თვალები ცრემლით აევსო...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. როგორ გადამრჩენელი? :) მე მეუბნები მაგას? :) როგორ გადამრჩენელი? :) მე მეუბნები მაგას? :)
10. ვახ შენ ხარ ჩემი ძმის გადამრჩენელი :) ; ) ვახ შენ ხარ ჩემი ძმის გადამრჩენელი :) ; )
9. ამჯერად მხოლოდ მოკითხვა, სამომავლოდ წაკითხვაც იქნება:) ამჯერად მხოლოდ მოკითხვა, სამომავლოდ წაკითხვაც იქნება:)
8. ოხ მე მასეთი მილიციონერის გამჩენს რა ვუთხარ! :( 5 ოხ მე მასეთი მილიციონერის გამჩენს რა ვუთხარ! :( 5
7. აჩი ვარ რა. შენ? ნინო გამახსენე აბა? აჩი ვარ რა. შენ? ნინო გამახსენე აბა?
6. ზდარო ძამიაააა. რავა ხარ? ზდარო ძამიაააა. რავა ხარ?
5. ნეტავ რად გაჩნდა მილიციელი? ან ეს კანონი რატომ არსებობს, კანონის მსგავსი უკანონობა? ან მათხოვარი ან სიკეთე ამპარტავანი? ო როგორ მინდა ერთ ღილაკს დასწვდეს ეს ცერა თითი, ბოლოს და ბოლოს რომ დასრულდეს ცხოვრება ფინთი. ნეტავ რად გაჩნდა მილიციელი? ან ეს კანონი რატომ არსებობს, კანონის მსგავსი უკანონობა? ან მათხოვარი ან სიკეთე ამპარტავანი? ო როგორ მინდა ერთ ღილაკს დასწვდეს ეს ცერა თითი, ბოლოს და ბოლოს რომ დასრულდეს ცხოვრება ფინთი.
4. 5555 მარტოხელას სალამი 5555 მარტოხელას სალამი
3. ასტვაც, ინჩუ ჰამარ? .... :(
შეუცვალე ფინალი...
მთლიანობაში ძაან მაგარია! ასტვაც, ინჩუ ჰამარ? .... :(
შეუცვალე ფინალი...
მთლიანობაში ძაან მაგარია!
2. მე სხვა დათო გამახსენდა... იგივე კითხვით და ასევე რწმენა გატეხილი... თუ გაგახსენდება, იცნობ შენც... ყოჩაღ ძამი. მე სხვა დათო გამახსენდა... იგივე კითხვით და ასევე რწმენა გატეხილი... თუ გაგახსენდება, იცნობ შენც... ყოჩაღ ძამი.
1. ძალიან კარგია მეგობარო!
5 ძალიან კარგია მეგობარო!
5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|