შენ ნაზი ხელით ჩაიდინე ეს ბნელი საქმე ვხედავ სიკვდილი ჩაიტიე მკერდის არეში. ვარ საუცხოო დილემაში მოკლული აქ მე და შენ კი ახლა დარჩენილი თამაშგარეში
უსმენ ( დუმილის პოეზიას ) და ამის გარდა გადაგეპენტა ირგვლივეთი დილის მზესავით. შენ კლდის კიდეზე მიაცქერდი შიშველ ლავგარდანს, მე კი მგონია სათნო არის და საესავი...
არაქაური და შეშლილი ჩემი ცრემლები, შორს მიმაქანებს საშინელი სულის სიჩქარე. ვერას მაკლებენ ნაძირლები და გამცემლები დაკეტილია, ყველა კარი, ყველა ჭიშკარი.
დღეს ყრუ პროკრუსტეს სარეცელზე ჩვენი არსობა მიჯაჭვულია, მომეკიდა ტანზე ობივით ანტიურობა, ჩემი სულიც კუბოს მსგავსია და კვლავ ბიბლიას დავატარებ იაკობივით
და მერე როცა ცის ტალღებში შევინავარდებ, კვლავ ალბატროსებს შევაწუხებ ჩემი ხივილით. გადაგიშალე სიყვარულო გულის სავარდე და გავჩხერილვარ საყლაპავში ზეთისხილივით
ამ დედამიწის და როდესაც იეკუთიელს ვხედავ მგოსანო, ისევ ბურავს ბური საბურეს. ვხვდები, რომ მიწა გავსებული ნაგვის ყუთია ხოლო ბიბლია არის ჩემი სულის სათბური.
სადღაც კუთხეში მიილია დღეები მკვირცხლი, ყველა ტკივილი ერთიანად ამოჰყვა ბადეს. შენ ვერასოდეს, ვერასოდეს ისწავლი სირცხვილს თუ მასთან ერთად აკვანშივე არ დაიბადე.
ლათინურ ფერფლში აირია ბერძნული მტვერი და ჩემი სული სამუდამოდ ფიცით სავსეა. სასაცილოა შეიყვარო უფალო მტერი ცად აზიდული ამ ურიცხვი ხეების მსგავსი.
შენ ნაზი ხელით ჩაიდინე ეს ბნელი საქმე და ვერ ათრიე შენი მოდგმა და გასაგისი. ვარ საუცხოო დილემაში მოკლული აქ მე შენ კი იძახი უმეცარი: ერთი მაგისიც
ჩემზე და მე კი გეუბნები სულში შეგცივა, არის შიმშილი, არის ტანჯვა, სისხლის მორევი. რაც სულს უყვარდა, აიწყვიტა იმან მხეცივით და პოეტები თვითმკვლელობას იმეორებენ!
დავიწყებ იმით,რომ ფრიად საინტერესო ნაშრომია, ავტორი-მეტად ნიჭიერი ახალგაზრდა, რომელსაც აგერ უკევ რახანია ვგულშემატკივრობ(ოღონდაც/ა/რა- შეკითხვების გარეშე, მიქაელ :) ); მისი ადრეული ნაშრომებიდანვე(სუსტებშიც, საკმაოდ საინტერესოებშიც) ჩანდა ის, თუ რა პოტენციალი არის მასში, რომელიც ამ ეტაპზე ჩემი მოსაზრებით სავარაუდოდ სულ რაღაც 30-35%-ით არის წარმო/ჩინებული..... რაც შეეხება ნაშრომს, არის რიგი ადგილების, სადაც "აირევი"/წამიერ(ეს სენი ვირუსულია და დაძლევადი), მაგრამ მთლიან ფორმატში ნაწარმოების უვერტიურაც, შემდგომ განშლა და ბოლო საფინალო პასაჟები იძლევა იმის საფუძველს, რომ ლექსი არის აწყობილი ვირტუოზული აკორდებით, გაჯერებული ლამაზი სიუჟეტებით, ტონალობებთან მიმართებაში- გამორჩეული უზადო გადასვლებით; ჩემი მხრიდან +2(მეტის საშუალება არა აქვს ბონვივანს)+აპლოდისმენტები წარმატებები და მხოლოდ წარმატებები(მჯერა წარმატებები წინ გელოდება და მიღწევები ფეერიული!!) სიკეთე თქვენდა

ერთ უმნიშვნელო კომენტარს მეც დაგიტოვებ: ბავშვობიდან მოყოლებული, ლექსს მარტო სტრიქონზე განთავსებული ბოლო სიტყვების რითმულობით ვაფასებ, დანარჩენს მერე ვკითხულობ. ეს ლექსი მთლიანად წავიკითხე, უცვლელი პრინციპით. წარმატებებს გისურვებ! პრადალჟაი ვ ტომ ჟე დუხე!

ძალიან ძლიერი ლექსია სხვადასხვა ასპექტში,რითმებიც კარგი აქვს,ინტონაციაც და მხატვრული სახეებიც,ავტორს ეტყობა სიმბოლური სახეების ხმარება უყვარს და მიუხედავად იმისა რომ ლექსში ბუნდოვანი ფრაზებიც არის,არაგონივრული იქნება რეალიზით წერისაკენ მოვუწოდო,ასე გააგრძელე, პოეზია გამოცანა უნდა იყოს და მკითხველი დააფიქროს სიმბოლოებმა. წარმატებები ავტორს:)

ძალიან პირდაპირ: მძულს ტოპში რო "ძმურად, ჩემი ახალი ლექსი წაიკითხე და შეაფასე.." ნაწარმოებები ხვდება. "გაგიტყდეთ" მაინც რა სინაგლეა პროსტა. აი, გულწრფელად მითხარი, ახლა შენ გჯერა რო მაგარი ლექსია ეს? :))))) სირცხვილია

ქვემოთ კრიტიკა რაც იყო ჩემი სათქმელიც დაწერეს ამიტომ აღარ განვმეორდები თუმცა მხოლოდ დავწერ, რომ ლექსმა შთაბეჭდილება შემიქმნა თითქოს არა-ჩვეულებრივ სიტყვებს რამდენიმე ხანი ძალით აკოწიწებდი ან წერის დროს ცდილობდი აეთი სიტყყვებით "გაგელამაზებინა" ლექსი. ეს ყოველივე მთავარ სათქმელს ბუნდოვანებისაკენ მიაქანებს. ბოლოდროინდელმა ლექსებმა ჩახლართულმიხლართული შინაარსები ჩაიმაგრეს ბუნებაში, ზოგიეთი ადამიანი ლექსებს აფასებს "ვერ გავიგე ბოლომდე - ანუ კარგია" სისტემით.
ლექსი კარგი არ არის, თუმცა ავტორის ნიჭიერებაზე იმედია არავინ შემედავება.
ავტორს წინ ბევრი რამ ელოდება, გადახარშვა, გადაფასება, ინდივიდუალიზმისკენ წინ წადგმული ნაბიჯები. საერთო ჯამში ნიჭიერი ადამიანი ხარ.
იმედია ჩემს შეხედულებებს ცუდად არ მიიღებ, უბრალოდ ასე ვფიქრობ და დარწმუნებული არასაქებარი აზრების მოსმენაც ძალიან გჭირდება.
გულითადი წარმატებები
დავწერ ჩემს აზრს,

სულიად ვეთანხმები 59-ე და 63-ე კომენტარებს. ქულა არ ვწერ ( საკმაოდ დაუგროვებია ნაწერს) ვთვლი, რომ ავტორს, რომელიც შემოქმედებით ზრდაზეა ორიენტირებული, ქულებზე მეტად შენიშვნები აინტერესებს.

ლექსში არის კარგი სტროფები, რამდენიმე მიგნებული მეტაფორაც, თუმცა, კომპოზიციურად არ მეჩვენა შეკრული, ძირითადი თემა იკარგება ვარიაციებში და ეს კითხვას ართულებს. ავტორის ადგილზე ამ ლექსს შევამოკლებდი, ერთხელ კიდევ გადავხედავდი და უკეთესი გამოვიდოდა... არქაულ ფორმებთან არ ჯდება სკაბრეზი და ჟარგონი, კარგი იქნება, თუ ამას ყურადღებას მიაქცევ! ეცადე, რითმისთვის შინაარსი არ დააზიანო, რითმა შინაარსის სამოსია მხოლოდ! რამდენიმეგან ძალიან მომეწონე! ერთი სიტყვით, კარგი ბიჭი ხარ, მაგრამ, პოეზიაში შენი "ვირაჟზე გასვლა" ჯერ კიდევ წინა გაქვს! პ.ს. - იმედია, შენიშვნებისთვის არ შემომწყრები...

რა მეთქმის? არასოდეს მიფიქრია, რომ მეწყერთან გამეიგივებინა პოეზია, არც წმინდა სალაროსთან... ჩანს, რომ ავტორმა კარგად იცის მითოლოგია, გზად რამოდენიმე ჩემთვის უცნობ სიტყვასაც შევეყარე, რაც ვფიქრობ, კიდევ ერთი პლიუსია. შედარებები - საინტერესოა, თვალსაც კარგად ხვდება და გონებასაც! მომწონს.

გაგება ყველას შეუძლია ვინც ჩაწვდება ბინ ლადენ :) უცენზურობა სწორი შენიშვნიაა, ვფიქრობდი შეცვლას, მაგრამ ამ ლექსში რატომღაც მომწონს და დავტოვე, ისე მეც არ მიყვარს უცენზურო სიტყვები ლექსში :)

ლექსი კარგია მაგრამ არ ვემხრობი პოეზიაში უცენზურობას და რაც მთავარია, იმ სიტყვების ხმარებას, რომლებსაც შენ გარდა და კიდე ერთი-ორი ადამიანის გარდა ვერვინ გაიგებს. ოდნავი სიყალბეცაა თან დალშე კაი ლექსია

ძალიან პოეტური, მგრძნობიარე, სიტყვაუხვი შრომისმოყვარე ავტორი. . . არის ლექსში კარგი რაღაცეები: ქარში ლოთები ბახუსივით სცლიან ბარძიმებს. . . მე დღეს სხეული მივატოვე ვით სამორინე. . . ხოლო ბიბლია არის ჩემი სულის სათბური. . . ცოტა დახვეწა ( გაშალაშინება) არ აწყენდა :)
წარმატებები, წარმატებები და წარმატებები! ++
ძალიან პოეტური, მგრძნობიარე, სიტყვაუხვი შრომისმოყვარე ავტორი. . . არის ლექსში კარგი რაღაცეები: ქარში ლოთები ბახუსივით სცლიან ბარძიმებს. . . მე დღეს სხეული მივატოვე ვით სამორინე. . . ხოლო ბიბლია არის ჩემი სულის სათბური. . . ცოტა დახვეწა ( გაშალაშინება) არ აწყენდა :)
მოდი დავწერ რაღაცას, მსგავსი რამ სხვამაც მომწერე, მოგმართავ სემის გოგო, ეს წერილი შენს გარდა უამრავს გავუგზავნე, რადგან ყველას აზრი მაინტერესებდა, რადგან უფრო ჩამოვყალიბდე პოეზიაში, დავამუშავო ეს ლექსი, რა არ მოსწონთ და რა მოსწონთ :)

მიხეილ ჭიჭინაძე ბლოკირება ჩემს ლექსზე მომწერე და ამიხსენი აბა რისი თქმა გსურს, მიხეილ ჭიჭინაძე ბლოკირებაო და ვერ გავიგე, ან რატომ დამიკოპირე ეგ ნაწერი :)) ვერ მივხვდი. თუ ამიხსნით მადლობელი დაგრჩებით :) უპასუხეთ >>>
დავაკოპირე შენი რამოდენიმეჯერ მოწერილი )) ამის თქმა მსურს ;დ

მიხეილ ჭიჭინაძე ბლოკირება გამარჯობათ, ეხლა ახალი ლექსი დავდე შიშველი ლავგარდანი ესე ქვია და თუ არ დაგეზარებათ იქნებ გადახედოთ და თქვენი აზრი მითხრათ ლექსზე, ვთვლი, რომ ჩემს შემოქმედებაში ყველა ლექსს ჯობია და თქვენი აზრი მაინტერესებს. უპასუხეთ >>>

20. მანდ გადასვლააა მგონი, რა მიხვედრა მაგას უნდა, ეს ლექსი არის მიძღვნილი ერთ პოეტზე, რომელსაც არ ვასახელებ, რომელისაც არ უყვარს საჯაია, კვლავაც უსმენო და მაგის გარდა ანუ და გადადის, რაა გაუგებარი? :) მიხეილ ჭიჭინაძე. 2013-12-20 12:33:41 <== ამაზე გამეცინა=დ მიშაა=]
კარგი ხარ*)
იყო ადგილები, რომლებიც არ]]
20. მანდ გადასვლააა მგონი, რა მიხვედრა მაგას უნდა, ეს ლექსი არის მიძღვნილი ერთ პოეტზე, რომელსაც არ ვასახელებ, რომელისაც არ უყვარს საჯაია, კვლავაც უსმენო და მაგის გარდა ანუ და გადადის, რაა გაუგებარი? :) მიხეილ ჭიჭინაძე. 2013-12-20 12:33:41 <== ამაზე გამეცინა=დ მიშაა=]
მეც მოვიწონე.კარგი იდეაც აქვს და დიდი ხარვეზებიც არაა.რაც მთავარია ფაბულა და სიუჟეტი შერწყმულია.მშვენიერი იდილია აქვს თქვენს ლექსებს,აზრი არ გაგირბით და არის თქვენს შემოქედებაში შარმიც.წარმატებები

ლექსი რთულია, როგორც იდეურად, ასევე მასში წარმოდგენილი სახეებით, განცდებით და მეტაფორებით. მე ვფიქრობ მეტისმეტადაც, ნელა უნდა წაიკითხო რომ ჩასწვდე. ყოველი სტროფი სხვადასხვანაირად ახდენს თემის ვარიაციას, მაგრამ სამწუხაროდ თემა იკარგება მომენტებში. მაგრამ ლექსი მთლიანობაში კარგია!

ლექსი საოცრად ღრმაა, მიუხედავად იმისა რომ მასში ჩაქსოვილ ზოგიერთ იდეას მე არ ვეთანხმები, არ შემიძლია არ აღვნიშნო რომ ნიჭიერი პოეტის ნაშრომია და ნიჭის კვალი უთუოდ შეიმჩნევა, თუმცა კი ისევ გავიმეორებ იმას რომ ზოგიერთი რამე პირადად ჩემს რწმენებს კატეგორიულად ეწინააღმდეგება...

გავმეორდები... არის ფრაზები რომლებიც მომეწონა "რაც სულს უყვარდა, აიწყვიტა იმან მხეცივით და პოეტები თვითმკვლელობას იმეორებენ!" (თუნდაც ეს) სარითმო წყვილები სუსტი იყო ზოგგან. ნორმალური ლექსია, სამწუხაროდ მე თქვენს შემოქმედებას არ ვიცნობ და ვერ გეტყვით ამაზე უკეთესი დაგიწერიათ თუ არა, მაგრამ რომ დაწერთ ამის თქმა დანამდვილებით შემიძლია... წარმატებებს გისურვებ მიხეილ...ეცადეთ ლექსი მხოლოდ რითმისთვის და სიტყვებისთვის არ იყოს დაწერილი... 4

მანდ გადასვლააა მგონი, რა მიხვედრა მაგას უნდა, ეს ლექსი არის მიძღვნილი ერთ პოეტზე, რომელსაც არ ვასახელებ, რომელისაც არ უყვარს საჯაია, კვლავაც უსმენო და მაგის გარდა ანუ და გადადის, რაა გაუგებარი? :)

წავიკითხე მიხეილ შენი განმარტებები, ახლა კითხვა, მე რა სტროფიც მოვიყვანე ლექსის, აი მაგ სტროფის აზი გამაგებინე ერთი :))
"უსმენ დუმილის პოეზიას კვლავაც და გარდა" რა გარდა????
და გრძელდება ასე:
"გადაგეპენტა ირგვლივეთი დილის მზესავით."
რა ირგვლივეთზეა საუბარი?
სიტყვების განმარტებას მეც მოვძებნიდი რამენაირად, უბრალოდ ამ სტროფის შინაარსს ვერ ჩავწვდი. ჩემი პრობლემაა ალბათ, თორემ აგერ წერსხალხი 5-ებს დაუშურვებლად...

პროკრუსტეს სარეცელი - იტყვიან ხელოვნურ საზომზე, რომელსაც ნაძალადევად უყენებენ ამა თუ იმ მოვლენას - ბერძნული მითოლოგიის ყაჩაღ Prokrustēs-ს სახელის მიხედვით; პროკრუსტე თავისთან იტყუებდა მგზავრებს და აწვენდა სარეცელზე; ვინც გრძელი აღმოჩნდებოდა, ფეხებს აჭრიდა, ვინც მოკლე - ფეხებს უჭიმავდა
იმედია კარგად განვმარტე ყველაფერი :)
ლავგარდანი - კლდის კიდეზე გადმოშვერილი გაყინული თოვლი
პროკრუსტეს სარეცელი - იტყვიან ხელოვნურ საზომზე, რომელსაც ნაძალადევად უყენებენ ამა თუ იმ მოვლენას - ბერძნული მითოლოგიის ყაჩაღ Prokrustēs-ს სახელის მიხედვით; პროკრუსტე თავისთან იტყუებდა მგზავრებს და აწვენდა სარეცელზე; ვინც გრძელი აღმოჩნდებოდა, ფეხებს აჭრიდა, ვინც მოკლე - ფეხებს უჭიმავდა
"უსმენ დუმილის პოეზიას კვლავაც და გარდა გადაგეპენტა ირგვლივეთი დილის მზესავით. შენ კლდის კიდეზე მიაცქერდი შიშველ ლავგარდანს, მე კი მგონია სათნო არის და საესავი..."
აი მითარგმნე ეს სტროფი ქართულად და გავაგრძელებ კითხვას. რა არის ეს?
რაღამც ასე ძალიან ითხოვ :)))
"უსმენ დუმილის პოეზიას კვლავაც და გარდა გადაგეპენტა ირგვლივეთი დილის მზესავით. შენ კლდის კიდეზე მიაცქერდი შიშველ ლავგარდანს, მე კი მგონია სათნო არის და საესავი..."
აი მითარგმნე ეს სტროფი ქართულად და გავაგრძელებ კითხვას. რა არის ეს?
"ლათინურ ფერფლში აირია ბერძნული მტვერი და ჩემი სული სამუდამოდ ფიცით სავსეა. სასაცილოა შეიყვარო უფალო მტერი ცად აზიდული ამ ურიცხვი ხეების მსგავსი.
შენ ნაზი ხელით ჩაიდინე ეს ბნელი საქმე და ვერ ათრიე შენი მოდგმა და გასაგისი. ვარ საუცხოო დილემაში მოკლული აქ მე შენ კი იძახი უმეცარი: ერთი მაგისიც" + + + 5.