ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანი ხარაიშვილი
ჟანრი: პოეზია
20 დეკემბერი, 2013


ეძღვნებოდა (თურმე) სანდრო გოცაძეს

არასდროს დაგეძებ თოვლიან ამინდში,
საძებრად ამ მეთოდს არ ვირჩევ...
თუმც კვალს ვიპოვნიდი რომ არ დამეჟინა-
არ მინდა დავყურო ნაბიჯებს,
რომლებიც მიდიან ჩემგან და მტოვებენ
შეფუთნულს ქუდით და კაშნეთი,
რომ არ გავცივდე და სულ კარგად რომ ვიყო.

-არ მინდა მე პოვნა ასეთი!

ჩემსკენ მომავალსაც არ მინდა ვუყურო
ნაფეხურს, რომ მავსებს განცდებით..
მომიწევს მეც უკან-უკან რომ ვიარო,
თორემ ჩამივლის და გამცდება...
არც თავსხმა-წვიმაში გეძებ, რომ მიწაზე
მიყურო სველს, როგორ ვკანკალებ...
ქარიან ამინდში -ქარი გამიტაცებს
და ვიცი შენ არ დამაკავებ...
მზეშიც კი ვერ ვბედავ თამამად სიარულს,
მართლა რომ გიპოვო, რას ვიზამ?..
და რომ სინათლეშიც გვერდი ამიარო
სიკვდილიც გაიტანს თავისას...
არც ცისარტყელის ქვეშ მოვდივარ მაისში-
თუ მხოლოდ გვირგვინით შეგშვენი
მე შენს დედოფლობას ვერასდროს დავიშლი...
ის კი გაქრება და შეგრჩები:

ერთი პაწაწინა უბრალო გოგონა,
რომელიც შენს იღბალს მიენდო...
სჯერა, მიაცურებ მაინც იმ მომცრო ნავს
გზაში ხავსებს რომ გამოედო...
ხელისგულის ხაზებს ხშირად იმოწმებს და
რატომ იგვიანებ ვერ ხვდება..
სწამს, რომ გიწერიათ დიდხანს სიცოცხლე და
ერთხელ უსათუოდ შეგხვდება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები