ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
23 დეკემბერი, 2013


მეოხება

ღამე - მლოცველი, ცის მნათობთა მშვიდი ციალით
განსაცდელში მყოფ დედამიწას ფსალმუნს უგალობს,
მთვარე წინ უძღვის ვარსკვლავებს, ვით ინიციალი -
ასომთავრული, მოკაზმული...
ჰოი, უფალო,
რა სიკეთეა სხვისთვის ლოცვა, რამხელა სიბრძნე -
მოყვასისათვის დახარჯული ყოველი წამი.
მეც ხომ პირველად, სწორედ სხვისთვის ლოცვისას გიგრძენ
უფალო,
ამინ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები