ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
27 დეკემბერი, 2013


XXX!

ფრთების ქვეშ არწევს შავ ზღვას თოლია,
კენჭების რიგი მიჰყვება ნაპირს,
ქარმა ფოთლები აიყოლია...
და ფოთლის ქნევით აცილებ ნახირს,
დაღლილი მწყემსი მიათრევს სახრეს,
სუსხია,ზღვა კი სულაც არ ღელავს,
გორებზე თოვლი სხივებმა დახრეს,
მაგრამ ღრუბელი ფიფქებით კერავს...

და მიდის მწყემსი,ჩამქრალი სახით,
სახლისკენ დენის დაღლილ იმედებს,
სწორედ ეს არის ედემის ბაღი,
ღმერთმა ჩვენთვის რომ გამოიმეტა...

მიდენის მწყემსი ფიქრების ნახირს,ედემის ბაღში!
სცივა თოლიას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები