ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ასლანიკაშვილი
ჟანრი: პოეზია
28 დეკემბერი, 2013


ახალი წესი

დეკემბრის სუსხია, ძველი წელიწადი
ბოლოჯერ აფერფლებს თოვლს ფანჯრის რაფაზე.
ირგვლივ, საკვამურებს, ყველას ბოლი ასდის,
მწეველი სახლები ურტყამენ ნაფაზებს.

სოფლის მახლობლად რომ მწვანე ნაძვნარია,
იქ მდგომი ნაძვები დილიდან შფოთავენ,
საწყალი ხეები საფიქრალს არიან,
დღეს რომელს მოჭრიან და რომელს მორთავენ?!

ცოდვა არ იქნება, რომ ყოველ ახალ წელს
სამყარომ მრავალი ნაძვის ხე კარგოს?!
ხოდა, თუ ეგრეა, გთავაზობთ ახალ წესს:
შობა დღეს, სულ ყველამ თითო ხე დარგოს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები