საღამო ჰგავდა მშვენიერ ქალიშვილს, თეთრ–ცისფერ კაბაში თვალებმიბნედილს და მეოცნებეს, თითები შაბაშის, ედება ყველაფერს, ხმაზე ავლოსის ძარღვებში გარბიან ძველი დროის ყიჟინა გმირები და სუნთქვა ტაროსის, სრული ავგაროზი სივრცეს აშინებს მათი სახე და შეშლილი პირები, იმატებს ფეთქვა რიტმებზე ტამტამის! ფეხქვეშ ისმის გუგუნი, ბებერი პლანეტის, კოცონს შემორტყმია ხელი ოცდაექვსი, ბელადის ცამეტის და აჰა! კოცონის ალი აღწევს მთათა წვერებს, მათი ხილვა ხომ მათსავით დაგვაძველებს, იმღვრევა თვალები, როგორც მდინარე დიდი წვიმის შემდეგ, ვხდები ის რაც ვყოფილვარ ან არ ვყოფილვარ მე ამ დღემდე, უკვე გაიხსნა მერვე სასწაული ალისფერ ღრიანკალად, მაშ ეყოს ჰერმესს, ამდენ ხანს რაც მან იანგალა, სანამ ბელადები მორჩებიან სამყაროს ცეკვას, სანამ ჩადგება იგდრასილის დიადი დრეკა, საღამო ჰგავდა მშვენიერ ქალიშვილს თეთრ–ცისფერ კაბაში თვალებმიბნედილს და მეოცნებეს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. სივრცეს აშინებს მათი სახე და შეშლილი პირები, იმატებს ფეთქვა რიტმებზე ტამტამის! ფეხქვეშ ისმის გუგუნი, ბებერი პლანეტის, + სივრცეს აშინებს მათი სახე და შეშლილი პირები, იმატებს ფეთქვა რიტმებზე ტამტამის! ფეხქვეშ ისმის გუგუნი, ბებერი პლანეტის, +
3. რიტმი აქვს ნამდვილად მაგრამ უნდა დაიძაბო რომ არ გაგექცეს ... ირინკას აზრს მეც ვიზიარებ...
მაინც კარგია, ნაშრომი მომეწონა, საინტერესოა ... რიტმი აქვს ნამდვილად მაგრამ უნდა დაიძაბო რომ არ გაგექცეს ... ირინკას აზრს მეც ვიზიარებ...
მაინც კარგია, ნაშრომი მომეწონა, საინტერესოა ...
2. ერთი რჩევა მაქვს ავტორთან, იქნებ ლექსი სტრუქტურულად ისე დაალაგოთ რომ რიტმი იგრძნოს მ,კითხველმა წაკითხვის დროს? არადა მგონია რომ აქვს შიდა რიტმი და მუსიკა ამ ლექსს და უბრალოდ არაზუსტადაა აგებული თუ დაწყობილი თუ რავიცი... ერთი რჩევა მაქვს ავტორთან, იქნებ ლექსი სტრუქტურულად ისე დაალაგოთ რომ რიტმი იგრძნოს მ,კითხველმა წაკითხვის დროს? არადა მგონია რომ აქვს შიდა რიტმი და მუსიკა ამ ლექსს და უბრალოდ არაზუსტადაა აგებული თუ დაწყობილი თუ რავიცი...
1. ,,საღამო ჰგავდა მშვენიერ ქალიშვილს, თეთრ–ცისფერ კაბაში თვალებმიბნედილს და მეოცნებეს"
რა კარგი შედარებაა, თოკო )))) ,,საღამო ჰგავდა მშვენიერ ქალიშვილს, თეთრ–ცისფერ კაბაში თვალებმიბნედილს და მეოცნებეს"
რა კარგი შედარებაა, თოკო ))))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|