ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ენმესაგშარრი
ჟანრი: პოეზია
7 ნოემბერი, 2015


მზეა შენს თვალებში

მზეა შენს თვალებში, სინათლის ფეთქვა,
ხარ უნაზესი, ჩუმი ფერება,
მე ეს ყოველთვის მინდოდა მეთქვა ,
წარუვალია მშვენიერება

და თუ ცრემლებად მე დავგორდები
ან თუ სხივების ვიქცევი მტრედად
მუდამ იცოდე ეს აკორდები,
შენ მოგეძღვნება ყველაზე მეტად

და მოლივლივეს, სულთკარნამიანს,
მოვალ და ჩუმად მოგეფერები,
და მაშინ იგრძნობ რომ ადამიანს
არ უნდა სურდეს მხოლოდ ბგერები,

მინდა გაჩუქო ყველაზე მეტი,
მინდა რომ იყო უსახოდ ტოლი,
აქ სიტყვებია უკვე ზედმეტი,
ხარ უკვდავება და ...

და სიჩუმეა იმის დასტური,
რომ ბაჯაღლოა ჩემი ვედრება,
ისმის ნიავის ხმა სამური
როცა მთიები შამაშს ედრება,

რომ სიცოცხლეა თვით არსთა სწორი,
მისი დიადი გამოგონება,
ყვავილს პეპლისგან ნაზი ამბორი,
არც კი სჭირდება მას სხვა ქონება,

რომ სიყვარული არის თვით ღმერთი
სიკვდილის ძმობა არის მშვენება,
რომ მუდმივია ის ერთადერთი
არ უწერია გადაშენება,

და სინათლეა ჩემი არსება,
ამაოების ყველგან მპოველი
გალაქტიკაში რომ ვერ თავსდება,
დაუსაზღვრელი სივრცის მთხოველი,

ახლა ხომ იცი, "რად მიყვარს ასე
ვაზი, ჩუქურთმა და სალამური"
რად მივდევ უკან მომავლის ხაზებს
რატომ მიზიდავს ნაზი ამური.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები