 | ავტორი: მარტოხელა ჟანრი: პროზა 20 ნოემბერი, 2008 |
ვახომ საწყობი დაკეტა, გასაღები ჯიბეში ჩაიდო, ჩანთას დასწვდა და მეტროსკენ დაეშვა. მართალია, ახლა მეტროთი მგზავრობა არ უნდოდა, მაგრამ სხვა გზაც არ ჰქონდა: ტროლეიბუსით რომ წასულიყო, დინამოსთან მეორე ტროლეიბუსში უნდა გადამჯდარიყო და მცხეთის ავტობუსზე დაიგვიანებდა. ის იყო მეტროში უნდა შესულიყო, რომ 20 ნომერი ავტობუსი დაინახა და გაიფიქრა: ,,ამით წავალ, მაინც მივუსწრებ. მეტროში კიდე, ძაღლებმა თუ გამაჩერეს, დაიწყებენ: ვინა ხარ, სად მიდიხარ, თან ჩანთას გამახსნევინებენ და ამოყარე ეს ტანისამოსი, მერე ისევ ჩაყარე... მოკლედ ავტობუსით წავალ." ამას რომ ფიქრობდა, თან ხალხს მიარღვევდა და გზისკენ მიდიოდა. აი ავტობუსიც დაიძრა და ვახოსკენ წამოვიდა. მან ხელი ასწია. ავტობუსი გაჩერდა. - დიდუბეს გაივლის? - მიაძახა გამყოლს. მან თანხმობის ნიშნად თავი დაიქნია. ვახომ ჩანთა ავტობუსში შეაგდო და თვითონაც საფეხურებზე შეხტა, ჩანთა ფეხებთან დაიდო, ჯიბიდან ორლარიანი ამოიღო და გამყოლს მიაწოდა. გამყოლმა ხურდა დაუბრუნა. ვახომ ხურდა ჯიბეში ჩაიყარა და ჩაფიქრდა. ცოტა მანძილი რომ გაიარეს, უკნიდან მოესმა: - კი მარა, სად მიდის ეს ავტობუსი? - ვახომ მოიხედა და დაინახა შუახნის, ჭაღარაშერეული კაცი, რომელიც აშკარად ნასვამი იყო. კაცი ვახოს უყურებდა და მანაც უნებურად კითხვა დაუბრუნა: - თქვენ საით მიდიხართ? ჭაღარამ ისეთი სახე მიიღო, თითქოს ახლა დაენახოს ვახო და თქვა: - ორთაჭალაში. ეს სადამდე მიდის? ვახომ მხრები აიჩეჩა და მოტრიალდა. - გადამატარეთ! - მოისმა ქალის ხმა და ვახომ ისევ მოიხედა. - მობრძანდით ქალბატონო, მობრძანდით. ჩაბრძანდით. ვინც ჩადის, ჩავიდეს, თორემ მერე გვიან იქნება. - ჩირვეულობდა მთვრალი. ერთი ადგილი განთავისუფლდა. ვახომ სკამს უაზროდ გახედა. - ის ქალი დასვი! - თითით ანიშნა მან იქვე მჯდომმა ქალმა. ვახო მოტრიალდა და ფეხზე მდგომს ადგილი შესთავაზა. მან თავი გაიქნია. მთვრალმა ვახოს მხარზე ხელი დაადო. - დაჯექი ყმაწვილო. - თქვენ დაბრძანდით. - ზრდილობა გამოიჩინა ვახომ, მაგრამ მაინც თვითონ მოუწია დაჯდომამ, რადგან მთვრალი არ დაჯდა. ვახომ ჩანთა გვერდზე მოიდო და საზურგეს მიეყრდნო. ავტობუსი გაჩერდა და ახალი მგზავრები ამოვიდნენ. ვახო წამოდგა, ამოსულ ქალს ადგილი დაუთმო. მთვრალი ენას არ აჩერებდა და ათას აბდაუბდას ამბობდა. ვახო ცდილობდა ღიმილი დაემალა. - სკოლასთან გააჩერე! - თქვა ბოლოს მთვრალმა. ავტობუსი გაჩერდა და მთვრალი როგორც იქნა ჩავიდა. დინამოსთან ავტობუსი თითქმის დაიცალა. ვახო უკან წავიდა, ჩანთა დააბინავა, ხელი სახელურს ჩაავლო და მგზავრები შეათვალიერა. ავტობუსი იმაზე მალე წავიდა, ვიდრე ვახო ელოდა. მან საათზე დაიხედა: დრო კიდევ ბევრი ჰქონდა. ვახო ფიქრებში ჩაეფლო და ყურადღება აღარ მიუქცევია მგზავრებისთვის. უცებ იგრძნო, რომ ვიღაცა შარვალს უფერთხავდა და გაწითლებულმა უკან მიიხედა: მის უკან დედაშვილი იჯდა. დედა გვერდზე იყურებოდა, შვილი კი ასე 9 - 10 წლის გოგონა წინ გადმოხრილიყო და ვახოს შარვალს გამწარებული ფერთხავდა. ვახო ყურებამდე გაწითლდა, დაიხარა, გოგონას მხარზე შეეხო და რაღაც ჩაილუღლუღა. ამ დროს გოგონას დედამ მოიხედა და შვილს გაუჯავრდა: - რას სვრები, რას. ვახო მოტრიალდა და ამოიოხრა. ,,ასე მათხოვარივით როდემდე უნდა დავდიოდე." გაიფიქრა მან. დანაღვლიანდა. მის უკან დედა შვილს რაღაცას ეუბნებოდა. ვახოს ძრავის ხმაურში სიტყვები არ ესმოდა, თუმცა გრძნობდა მას ეხებოდა. ,,ალბათ მათხოვარი ვგონივარ." გაიფიქრა და მწარედ გაეღიმა. მთელი გზა მოშხამული ჰქონდა გუნება. როგორც იქნა ავტობუსი დიდუბეშიც გაჩერდა. ვახომ ჩანთას ხელი დაავლო, ავტობუსიდან ჩავიდა და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. მომეწონა,ხომ იცი!:) მომეწონა,ხომ იცი!:)
13. ვახოს რა უნდა დამართნოდა? გეიზარდა და ახლა ცოლის მოყვანას აპირებს. :D ვახოს რა უნდა დამართნოდა? გეიზარდა და ახლა ცოლის მოყვანას აპირებს. :D
12. ძაან მაგარია :) ძაან მაგარია :)
11. ძმაკაც, მაგარი ხარ! ძმაკაც, მაგარი ხარ!
10. რატომ ვერ გავიგე ვახოს რა დაემართა?:(
არადა რა კარგად მეკითხებოდა.... რატომ ვერ გავიგე ვახოს რა დაემართა?:(
არადა რა კარგად მეკითხებოდა....
9. მოგიკითხე მარტოხელავ. :) კაია. მოგიკითხე მარტოხელავ. :) კაია.
8. მერე რომ გააჩვიე რას გვიმალავ :D გამაუშვი ;) :) მერე რომ გააჩვიე რას გვიმალავ :D გამაუშვი ;) :)
7. მაგარი კაციიიი მაგარი კაციიიი
6. არ ვიცი, ალბათ მერე გავიგებ... არ ვიცი, ალბათ მერე გავიგებ...
5. მაგ 17 წლისამ დავწერე და იმის მერე ხელი კი არა ფეხიც გავაჩვიე უკვე. :D თან ეგ ნამდვილი ამბავია, ეგრე მოხდა და ეგრე დავწერე მეორე დღეს. ეგ ცხოვრებამ თქვა და არა მე. მაგ 17 წლისამ დავწერე და იმის მერე ხელი კი არა ფეხიც გავაჩვიე უკვე. :D თან ეგ ნამდვილი ამბავია, ეგრე მოხდა და ეგრე დავწერე მეორე დღეს. ეგ ცხოვრებამ თქვა და არა მე.
4. სულელიცაა და მაგარიც :P სულელიცაა და მაგარიც :P
3. სულელი კი არა მაგარია! აი ხელის გაჩვევა კი სჭირდება! :) :) :) სულელი კი არა მაგარია! აი ხელის გაჩვევა კი სჭირდება! :) :) :)
2. ვახო :) :-* აი, სულელი ხარ რა :) და მართლა კარგად წერ, ცოტა ხელის გაჩვევა გჭირდება,ძამი. ვახო :) :-* აი, სულელი ხარ რა :) და მართლა კარგად წერ, ცოტა ხელის გაჩვევა გჭირდება,ძამი.
1. კარგად წერ ძალიან 5 კარგად წერ ძალიან 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|