 | ავტორი: ianus ჟანრი: პოეზია 31 დეკემბერი, 2013 |
ხანდახან სიტყვები რა ცოტას ნიშნავს შენი მონატრება და მერე რითმებიც ხანდახან ნამღერიც რა უსირცხვილოა შენზე დარდი და მერე ფიქრებიც
თავის გაგიჟება და სულგრძელობა მერე თავის ქება და სიამაყე ხანდახან ტყუილიც როგორი სირცხვილია თავის გაბრყვებაც და სიალალეც
ფიქრებიც, ფრაზებიც, სიტყვებიც, რითმებიც მოდიან მამღვრევენ და არ ილექებიან თვალებში გეტყობა სევდა და სიცივე ხვდები, მიზეზები კვლავ ილექსებიან
მარა დრო მოვიდა და მეც მოვჭკვიანდი, შევძელ და დავინახე, ან და დაგენახე სახლი ავაშენე, ფიქრით დავამშვენე მიწა მოვხანი და ვაზი ვავენახე
ახლა შენღა გიცდი და შენღა მედარდები შენი ჰოო და არა გადამხატავს სხვა მოლბრტით და სულ სხვა გემოვნებით ამ სიღრმეებსაც რომ თამამად გადალახავს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|