| ავტორი: თემური57 ჟანრი: პოეზია 1 იანვარი, 2014 |
ჰარმონია ანუ სექსი პოეზიასთან თამბაქოს ნისლივით გაცრეცილ სტრიქონებს, ბოჰემურ ღამეს და სიყვარულს მივუძღვნი, მუზები სტროფებად ვარდისფრად ითოვებს, და ზვავი ,,გამიტანს” ლექსების ჭიუხვში. ცრემლებად აკინძულ სევდიან ოცნებას, სასთუმლად დავუფენ მეძავის გრაციას, ,,ამურის” ჰანგები ნიაღვრად მოსკდება, ვნებიან სურვილებს ქარიშხლად აშლიან. იბორგებს, იქროლებს ლტოლვა და დაცხრება, აზარფეშს შევასმევ მთვლემარე საღათას, და მთვარე სარკმლიდან ყურებით გაძღება, ტბორეში დაახრჩობს სურვილებს ამაღამ. თამბაქოს ნისლივით გაცრეცილ სტრიქონებს, ბოჰემურ ღამეს და სიყვარულს მივუძღვნი, დაცლილი, სულიდან მუზები ითოვებს, მოკვდება ,,გიშერი,” იშვება ,,ფირუზი.”
თემური
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. მოსაწევი გეხსენებინა სადმე :)))) კაია +++ მოსაწევი გეხსენებინა სადმე :)))) კაია +++
11. მეც ძალიან მომეწონა წარმატებები! მეც ძალიან მომეწონა წარმატებები!
10. ბატონო თემურ,არ გაბედოთ უსათაურო ლექსების გამოქვეყნება მხოლოდ იმიტომ რომ ზოგი პირდიპირ აღიქვამს სათაურს:D= ))მშვენიერი ლექსია! დახვეწილი და გემოვნებიანი! წარმატებები= )) ბატონო თემურ,არ გაბედოთ უსათაურო ლექსების გამოქვეყნება მხოლოდ იმიტომ რომ ზოგი პირდიპირ აღიქვამს სათაურს:D= ))მშვენიერი ლექსია! დახვეწილი და გემოვნებიანი! წარმატებები= ))
9. მოეწონა არტეს! 5 გილოოოცავვვ!
მოეწონა არტეს! 5 გილოოოცავვვ!
8. ით მინზ! ... რაზეც დავწერე ლექსი ის სათაური მივეცი. ექსპერიმენტებს ვატარებ და შეფასებებით ჩემს შემოქმე- დებას ვხვეწავ. ასე, რომ თქვენ რჩევასაც გავითვალისწინებ და აწი უსათაურო ლექსებს დავწერ. პირდაპირ ასე: უსა- თაურო. ეჭვი რომ არავის გაუჩნდეს.
ით მინზ! ... რაზეც დავწერე ლექსი ის სათაური მივეცი. ექსპერიმენტებს ვატარებ და შეფასებებით ჩემს შემოქმე- დებას ვხვეწავ. ასე, რომ თქვენ რჩევასაც გავითვალისწინებ და აწი უსათაურო ლექსებს დავწერ. პირდაპირ ასე: უსა- თაურო. ეჭვი რომ არავის გაუჩნდეს.
7. ით მინზ სათაურში "სექსი" თუა ბევრი ხალხი წაიკითხავს:))) და კიდევ, სულაც არაა ცუდი აზრი ით მინზ სათაურში "სექსი" თუა ბევრი ხალხი წაიკითხავს:))) და კიდევ, სულაც არაა ცუდი აზრი
6. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ.... პოეზიასთან რაღა სექსი უნდა გინდოდეს ადამიანს :(((( ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ.... პოეზიასთან რაღა სექსი უნდა გინდოდეს ადამიანს :((((
5. გილოცავთ! :) გილოცავთ! :)
4. +5!!!
გილოცავთ ახალ წელს, თქვენ და ყველა თანასაიტელს, მრავალს დაესწარით! +5!!!
გილოცავთ ახალ წელს, თქვენ და ყველა თანასაიტელს, მრავალს დაესწარით!
3. უღრმესი მადლობა ქალბატონ ბუდულას და ბატონ დავითს, გილოცავთ ახალ წელს და გისურვებთ გრძელ გზას ცხოვრებაში. სიკეთით სავსე გზას. უღრმესი მადლობა ქალბატონ ბუდულას და ბატონ დავითს, გილოცავთ ახალ წელს და გისურვებთ გრძელ გზას ცხოვრებაში. სიკეთით სავსე გზას.
2. ავტორი: თემური57 ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
1 იანვარი, 2014 ავტორი: თემური57 ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
1 იანვარი, 2014
1. მრავალ ახალ წელს თემურ....გილოცავ მრავალ ახალ წელს თემურ....გილოცავ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|