ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ჩაკვეტაძე.
ჟანრი: პოეზია
1 იანვარი, 2014


####(მე ხომ მიწა ვარ)

მე ხომ მიწა ვარ. ბელტიანი, მზისგან დამსკდარი.
შენც ხომ მიწა ხარ, დახეთქილი მიწა ხარ, შენც ხომ?!
მერჩივნა ისევ ვყოფილიყავ ცეცხლში ჩამდგარი,
გამვლელებისთვის დედისერთა პურები მეცხო.
მაგრამ არასგზით!
მოვინდომე ამაზე მეტი
და ახლა ცას და მიწას შორის გამოვეკიდე,
ვით სინანულში გაჩხერილი ცოდვის ფრაგმენტი
ან გაზაფხულზე თოვლიანი დღეთა დეკადა.
თან შენგან უცხო…
ოჰ, არადა, მიწა ვარ მაინც,
მიწა ვარ მეც და შენც მიწა ხარ იგივე რაც მე.
და როცა წავალთ ის გავხდებით ვიყავით რაიც,
შენ მე გახდები და შეგხვდები მერე მეც სადმე,
როცა ბავშვები უდარდელად გაიყვანენ მიწის გვირაბებს
და ჩვენს სხეულებს (ამოსვრილი - ჩვენში ხელებით) შეაერთებენ.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები