რა გინდათ, შემეშვით, თქვენი გზა იპოვეთ! ზურგს უკან ჩურჩული ლაჩრების წესია მელნით კი არა სისხლით ვწერ სტრიქონებს უბრალო მოკვდავნი,როდესაც მებრძვიან! და ფინჯან ყავასთან ღერი სიგარეტით, ვტოვებ დედამიწას, როგორც ცოდვის ბუდეს, მერე მავანები აღარ მიკარებენ , ნიკოტინით არა მათით გავიგუდე... არ ვცნობ ჩარჩოებს, საზღვრებს და კანონებს , მერამდენედ ვაცდენ ცხოვრების გაკვეთილს რაღა დროს ფიცია, სიტყვები კმაროდეს! ხელში კი მიჭირავს ამ გულის ნამსხვრევი... ოდესღაც მტკიოდა ვიღაცის ჭორები, ღიმილის მიღმა ცრემლები დავმალე გიხდებათ ცხოვრება-სპექტაკლში როლები, თქვენ მაინც ვერასდროს დატოვებთ ნაკვალევს!.. ეს შუშის სამყარო ისეც დგას ყირაზე, იქცევით მწუხარე სახის რაინდებად, დაფნის გვირგვინს გავცვლი უბრალო ტყვიაზე, ცისფერი ანგელოზი თუ წინ წამიძღვება... უბადრუკ სიცოცხლეს მარტივად დაგითმობთ, აქაური არ ვარ გზები ამერია, მიწაზე ყოფნა ადვილი არ იყო საერთოდ მივდივარ, თქვენი პლანეტიდან!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. მარტინ მადლობა :-* :-* მარტინ მადლობა :-* :-*
6. ოხ ივო ივო ....კარგი ხარ ძალიან ++ ოხ ივო ივო ....კარგი ხარ ძალიან ++
5. ლუტეცია,ეს თვითონ უნდა იგრძნოთ,მე მაგალითად ფანტაზიითაც მშვენივრად ვტოვებ დედამიწას,ღერი სიგარეტით და ფინჯანი ყავით :)მეც გილოცავთ,მრავალს დაესწარით! ლუტეცია,ეს თვითონ უნდა იგრძნოთ,მე მაგალითად ფანტაზიითაც მშვენივრად ვტოვებ დედამიწას,ღერი სიგარეტით და ფინჯანი ყავით :)მეც გილოცავთ,მრავალს დაესწარით!
4. მეც მასწავლეთ როგორ უნდა ფინჯან ყავასთან ღერი სიგარეტით დედამიწის, როგორც ცოდვის ბუდის, დატოვება? :) ახალ წელს გილოცავთ. :) მეც მასწავლეთ როგორ უნდა ფინჯან ყავასთან ღერი სიგარეტით დედამიწის, როგორც ცოდვის ბუდის, დატოვება? :) ახალ წელს გილოცავთ. :)
3. ბელგრადელის მოჩვენება ჩემზე ნუ ინერვიულებთ :) არც სიგარეტს ვეწევი და არც ყავას ვსვამ,მაგრამ თუნდაც მასე იყოს თქვენ ლექსის შეფასება გევალებათ და არა ჩვევების :) ბელგრადელის მოჩვენება ჩემზე ნუ ინერვიულებთ :) არც სიგარეტს ვეწევი და არც ყავას ვსვამ,მაგრამ თუნდაც მასე იყოს თქვენ ლექსის შეფასება გევალებათ და არა ჩვევების :)
2. ივდო რამდენი წლის ხარ სიგარეტს რომ გვიბოლებ?
თავის ტკივილები იცის მაგან პატარა ასაკში ივდო რამდენი წლის ხარ სიგარეტს რომ გვიბოლებ?
თავის ტკივილები იცის მაგან პატარა ასაკში
1. ავტორი: ივდო-ოტობარი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 2 ავტორი: ივდო-ოტობარი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 2
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|