ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბობი ბრაუნი
ჟანრი: პოეზია
4 იანვარი, 2014


ანანოს


მე ყველას შეყვარებას ვცდილობ, რადგან ჩემი წასვლის დღეები ახლოვდება.
                                                                              გმადლობ ანანო

ნუ ნერვიულობ, ახლა ღამეა
მე ვთიშავ კომპიუტერს
ვიხდი შარვალს
და რაღაც ძველ რვეულში ვწერ.
ქრისტემ აიღო ორივე ხელი
და მომეხვია ისე როგორც უპატრონო ბავშვები
გასევდიანებენ ჩემო ძვირფასო.

მე ცენტრალური გათბობა დამიმმონატაჟეს
გარეთ ბავშვები იყინებიან
გაყინულებს შიათ და არ აქვთ პური,
ჩამირთეთ გოდერძი ჩოხელის ფილმები,
რომ სიკვდილის წინ  მაინც შევძლო ტირილი გულით.

ყველაზე დიდი ბედნიერება სხვებზე ზრუნვაა,
მე ყოველღამ მაწამებდნენ და სამი დღის წინ
ჩემში ჩასახლდა თვით მამა ღმერთი.
მაპატიე მამაო, რომ გთხოვდი შვებას.
რა სულელია ადამიანი, როცა უჭირს და მარჯვენა ხელში
უჭირავს შპრიცი მარცხენა ხელის ვენაში შესაშვებად.

ანანო გთხოვ დაიკიდე ყველაფერი და
მხოლოდ შენს გულწრფელ გრძნობებზე იზრუნე,
რადგან სიკვდილი ერთ დღესაც დარეკავს საამურ ზარებს,
ჩვენ რომ გვინდოდა ჩემო  მეგობარო.
დასრულდა ჩემო მეგობარო
ყველაფერი მიეცა დავიწყებას და შენი თვალები
თუ  ოდნავ  მაინც ატირდა ჩემში,
მე მაქვს უფლება უნიჭოდ ვწერო ურითმო  ლექსები.

ვინ იცის? ჩემო ერთადერთო მეგობარო
ეს  უკანასკნელი  ფრაზებია ჩემი განცდის,
მე მინდა სრულიად    ფხიზელმა
სავსე ქუჩის გამვლელთა უაზრო სახეებს  ვუყვირო.
დასრულდა ყველაფერი, ჩვენ გადავეშვით დავიწყების მორევში.

ანანო კიდევ ერთხელ მითხარი,
რომ სიკვდილი ანგელოზებად გვაქცევს დამოგვცემს ფრთებს,
იქ სადაც ხელებია.

ბავშვობა ისევ მიგზავნის ეპისტოლეს,
მე ვწერ გულწრფელ ლექსს
და სიყვარულულისგან დაღლილს მეძლევა გრძნობა ბედნიერების.

ჩემო ერთადერთო მეგობარო არ მოწყვიტო წყვავილი,
მას ჩვენი გადარჩენა შეუძლია.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები