ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
დავიღალე და მივედი. კიბეზე ჩამოვჯექი.მეტი ისეთი არაფერი, ბედობის ღამე იყო.ხალხი ზეიმობდა და სახლებიდან მხიარულების ხმა აღწევდა. აქა-იქ ხლაპუშკები სკდებოდნენ, თბილისის ცას კი სხვადასხვა ფერი ბრდღვიალი გაჰქონდა ფეირვერკთა გრუხუნის შემდეგ. ჯიბეში ტაქსის მძღოლის ნაჩუქარი ორიოდი კამფეტი მეგდო. სიგარეტი მოვიძიე ჩანთაში, არყის სუნი უდიოდა, ალბათ დალევისას გადამესხა გავიფიქრე. ნასვამი ვიყავი, ხო ნასვამი ვიყავი თორემ აბა რა მიმიყვანდა?! ... ბედობა თენდებოდა და მინდოდა დამბედებოდა. დიდხანს ვიჯექი კიბეზე და ვერ გადამეწყვიტა როგორ გამეგრძელებინა სიუჟეტი.ფეხზე წამოვდექი და წასვლა დავაპირე. სახლის შიგნიდან ფხაჭუნი და შემდეგ უკვე ყეფა მომესმა.მივხვდი რომ გავიშარე. საძაგელი ძაღლი ყოველთვის ასე გრძნობს ჩემს სიახლოვეს. ტელეფონი ამოვიღე თითქოს ამდენ ხანს იქ არ ვმჯდარვარ და ახლა მოვედი.დარეკვა ვცადე. „ნომერი რომელიც თქვენ აკრიფეთ გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან“. ჯანდაბა.დარეკვის გარეშე არასოდეს მივსულვარ.არადა ეს ძაღლიც რომ არ ჩუმდება. ორიოდე წუთი ვიდექი ასე. მერე მივხვდი, ძაღლი მარტო იყო და საწყლად წკმუტუნებდა. მზად ვიყავი კარის მეორე მხრიდან მეწკმუტუნა. ... თავი გავიმხნევე და კიბეზე დავეშვი. სანამ 4 სართულს ჩავივლიდი სადარბაზოს კარი გაიღო. გულში ყველა იმ ღმერთის წინაშე აღვავლინე ლოცვა რომელიც გამეგო. „ოღონდ ეს არა, ოღონდ ის არ იყოს“. არვიცი რამდენ ღმერთთან მოვასწარი კავშირზე გასვლა, თუმცა საჭირო მათგანი ვერცერთი ვერ აღმოჩნდა და რამდენიმე წუთში.საოცრად გათხლეწილი, მოაჯირს მოჭიდებული და მაინც მოქანავე,გაოცებისგან თვალებგადმოცვენილი მედგა წინ. -What r u doing here? ... ვოთ არ იუ დოინგ და მოგიტყან კარგის ტრაკი. ეგრევე bitch moodი ჩამერთო. -What r u doing here? - კითხვა განმეორდა. არვიცოდი რა მეპასუხა.ის რომ დებილი და ტვინდეგრადირებული არსება ვარ, რომელსაც არ სჯერა როცა რამეს ეუბნებითქო?არა ამას არ ვიზამდი.ტყუილი მომეფიქრებინა?ვერც მაგდენს ვიზამდი.ნასვამი აზრები და აგრესია ერთმანეთში მერეოდნენ. ნასვამზე სულ ასე ვარ, ადამიანი რომელიც მიყვარს მაღიზიანებს. - „შენი ძაღლი მშიერია“-თქო ამოვიკნავლე. ზუსტად ვიცი ვერ გაიგო რა ვთქვი, პრინციპში მეც ეგ მინდოდა. ... ხელი გამომიწოდა, ამოსვლაში მოვეხმარე.სახეში მიყურა რამდენიმე წუთი. აი ისე გამომძიებელი რომ უყურებს ხოლმე მსჯავრდებულს და ცდილობს მზერით ამოიცნოს რას ატყუებს.კაი ხანს მიყურა ასე.ბოლოს კონიაკის სუნიანი ჰაერი ამოუშვა. „heh,girl. U r drunk again” მინდოდა ხელი მეკრა და კიბეებზე დაგორებულიყო. მინდოდა ფეირვერკების მორიგ აფეთქებას კორპუსი აეტანა ჰაერში და ქვეშ მოყოლოდა. ბევრი რამე მინდოდა მაგრამ კანფეტი ამოვიღე ჯიბიდან და გავუწოდე. ლოყაზე ვაკოცე და სირბილით ჩავიარე ყველა კიბე იქამდე სანამ მისი ხმა მესმოდა მეგონა არ ვსუნთქავდი. რამდენიმე წამში ტელეფონმა დარეკა. - სად ხარ? -ჯანდაბაში -მართლა, სად ხარ? -ჯანდაბაში -რა მოგივიდა? -თავი დამანებე ვერ ვიტან ამ ბიჭს ყოველთვის გრძნობს როცა ცუდათ ვარ. ყოველთვის გრძნობს და რეკავს დაბარებულივით. ... ცოტა რომ დავმშვიდდი მივხვდი ქუჩაში ვიყავი. ბედობის ღამე იყო.ხალხი ზეიმობდა. მე კიდევ ქუჩაში ვიყავი და ცრემლებად ვიღვრებოდი. ადამიანი რომელიც მინდოდა სადღაც მივატოვე.მართალია მანამდე მან მიმატოვა, მაგრამ რაც მთავარია კიბეზე ხომ მივატოვეთქო ვუმეორებდი ჩემს თავს და თვითონაც ვერ ამეხსნა რა მიხაროდა. ადამიანი რომელსაც ვუნდოდი ფეხებზე მეკიდა.ფეხებზე მეკიდა ისევე როგორც მე ვეკიდე იმ ჩემს კიბეზე მიტოვებულს. ტროტუარზე ჩამოვჯექი.ცაზე უკვე რიჟრაჟი იყო და აღარც ფეირვერკები გრუხუნებდნენ.აქა-იქ მოქანავე ადამიანები შეინიშნებოდა. „ბედობა გათენდა“ გავიფიქრე. ... ბედობაზ გილოძავ - ჩამესმა საიდანღაც. მეგონა თავი ავწიე, მთელი სხეული ავწიე მეგონა. ძაღლი სახეს მილოკავდა.ადამიანი რომელიც მინდოდა ჩემს გვერდით ყოფილიყო,ბედნიერი ღიმილით დამყურებდა. „-მეძინა?“ - ვიკითხე დაბნეულმა. -მეძინა -ვუპასუხე ჩემს თავსვე, აბა ზუსტად ვიცი ვერ გაიგო რა ვთქვი, პრინციპში მეც ეგ მინდოდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. გავიშარე მგონი შარში ვარ არის ) თუ არ ვჩერჩეტობ ახლა მე კარგია ^_^ სიკეთე ავტორს.. გავიშარე მგონი შარში ვარ არის ) თუ არ ვჩერჩეტობ ახლა მე კარგია ^_^ სიკეთე ავტორს..
1. ხო, მთავარი იყო, რომ კიბეზე მიატოვე :)
ამ მცდელობებში ბოლოს მშვენიერ მოთხრობებს დაწერ, ასე მგონია :)
"გავიშარე" რას ნიშნავს?
ხო, მთავარი იყო, რომ კიბეზე მიატოვე :)
ამ მცდელობებში ბოლოს მშვენიერ მოთხრობებს დაწერ, ასე მგონია :)
"გავიშარე" რას ნიშნავს?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|