ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სულს სურს
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
10 იანვარი, 2014


* * *

მარტივი გასაგებია მიზეზი თუ რატომ გადავწყვიტე ამ წერილის დაწერა. მიზეზი ერთი და ნათელია, ქართველი ერი დღითი-დღე დეგრადირდება იმ თაობის წყალობით რომელზეც დიდ იმედებს ამყარებდნენ, რომელიც გვევლინებოდა(ანუ ჩვენ ვევლინებოდით) თვით გადამრჩენლებლად, რათა დაეყენებინათ ფეხზე 90იან წლებში დანგრეული საქართველო.რეალობა კი სულ სხვა რამეს გვიჩვენებს და ის ნამდვილად მწარეა. ცოტა ძალიან ცოტა თუ დამეთნხმება იმაში, რასაც მე ამ წერილში დავწერ, მაგრამ თუ დღეს კიდევ არსებობს ეს „ცოტა“ მაშინ იქნება შანსი რომ გადარჩეს ქართველი ერი.
იყო განსხვავებული დღეს ნამდვილად მოდაშია, ისე როგორც რეიბანის ფირმის სათვალე. თითქოს ცდილობენ თავისი განსხვავებულობით თავისუფლები იყვნენ (ან სხვას დაანახონ რომ არიან) სინამდვილეში კი სრულიად სხვა შედეგი გვაქვს და ისინი ამას ვერ ამჩნევენ. რეალურ შედეგს კი ცოტა ხედავს, თუ კი ეს „ცოტა“ ჯერ კიდევ არსებობს. რა არის შედეგი?! მათი განსხვავებულობა 90% აისახება ჩაცმულობაზე, ფეისბუქის სტატუსებზე, დაკარგულ „ფ“( რომელიც დღეს ლათნურმა F-მ ჩაანაცვლა) და სხვა მრავალზე ნაცვლად იმისა რომ მათ აზროვნებაზე შეხედულებებზე და მსოფლხედველობაზე ასიახებოდეს. მათ იციან ერთი, აუცილებელია რაღაც წესების შესრულება რადგან კაი ტიპი იყო( არ აქ მნიშვნელობა გოგო იქნება თუ ბიჭი). არსებობს დაუწერელი კანონები რომელბიც ყველა კარგ ტიპზე ვრცელდება.ამ კანონებზე მოკლედ ვიტყვი დარწმუნებული ვარ იმ წამსვე მიხვდებით რასაც ვგულისხმობ.მაგალითი1)აუცილებელია ფეისსბუქზე სტატუსების წერა რომლებსაც არანაირი აზრი არ გააჩნიათ.2) აუცილებელია დააფიქსირო თუ სადმე ხარ და ეს გამოაქვეყნო.3)დაცინო ყველას ვინც ამას არ აკეთებს ან შენსავით არ იქცევა.... ასეთი ყველა სოფლელია.4)მუსიკა(ეს ნამდვილად დიდი ტკივილია ჩემთვის)არსებობს ორი კატეგორია ვინც უსმენს ნაგავს და ვინც ცდილობს უსმინოს ხარისხიან მუსიკას მაგრამ მეორე ნაკადაიდან 99%მა არ იცის რატო უსმენს, უბრალოდ იმიტომ რომ კაი ტიპობაა. უფრო ნათლად რო გადმოვცე მაგალითებს მოვიყვან. ნაგავი ეს არის იგივე ბერას შემოქმედება, ნინო ჩხეიძე one direction და სხვა.დიახ მეც გამიჩნდებოდა კითხვა რატოა ნაგავი ?! და რატომ ვაყენებ შეურაცხოფას! გეტყვით ეს რომ ზემოთ ნახსენები შემსულებლები თუ ჯგუფები დაბალი ხარისხის და დონის მუსიკას ქმნიან ჩემი ნათქვამი არ არის, არც გემოვნებაზეა საუბარი. არის რაღაც რაც არ ვარგა და ვარგა მოწონებაზე აღარ არის საუბარი, ნებისმიერი მუსკრიტუკოსი დაადასტურებს იმას რომ ეს დაბალი ხარისხის მუსკაა.გადავიდეთ მეორე შემთხვევაში, ნამდვილად მოდაშია led zeppelini, deep purple, pink floyd, nirvana, the beatles, Queen, soad და ასე შედეგ... მოდი ვაღიაროთ ეს არის მუსიკა რომელიც ხარისხიანია, მაგრამ უკვე ყლეში ამომივიდა ზეპელინის მაიკებით მოსიარულე ყმაწვილები თუ გოგოები რომლებმაც არ იციან ვინ იყო ბონემი, მაგრამ აიპოდში აქვთ 10 სიმღერა ზეპელინის და აქედან 2-ის ტექსტი იციან და 5-ის სიმღერა. ადრე რეპი იყო მოდაში მერე როკი, ეხლა მგონი ისევ თუფაქომანია იწყება საქართველოში. არასდროს არ ცდილობს არავინ მოუსმინონ იმას რაც უსწროდებათ( მასეზე მაქვს საუბარი, ამ შემთხვევაში ვიცი რო არსებობს გამონაკლისი საზოგადოება, საბედნიეროდ დანამდვილებით ვიცი) არამედ რაც მოდაშია.მუსიკაზე ბევრი ვილაპარაკე რადგან მართლა ძალიან მაწუხებს.
მაგალითი 5) კაი ტიპობისთვის აუცილებელია მანქანა, მანქანა თუ არ გყავს მარშუტჯით მაინც უნდა დადიოდე თორე მეტრო სიარული მაგრად ტეხავს და სოფლელობად ითვლება(ეს საერთოდ ამოუცნობი ფენომენია). გულს მირევს უკვე ეს ქართული სტერეოტიპები რომლის დანგრევა აარავის უნდა. ან უნდა და არ აკეთებს. განსხვავებულ აზრს აგინებთ არ იგებთ უბარლოდ აგინებთ და ამას ეძახით ნანატრ თავისუფლებას. ვაფასებს ერთ ადამიანს რომელიც დღეს მართლაც სარკეა საქართველოს თავისი ნაწარმოებებით, ეკო დეისაძეს ვგულისხმობ ვაფასებ ამ ადამიანის შემოქმდებას და ღვაწლს. ილია ჭავჭავაძე ასახავდა იმ დროის საქართველოს სახეს რომელშიც ცხოვრობდა, ეკო დეისაძე წერს იმ საქართველოზე რომელშიც ცხოვრობს, და ნუ ითხოვთ მის ნაწარმოებში ცენზურის დაცვას დღეს თვითონ საქართველოა უცენზურო თავისი განუვითრებელი და ევროპაზე მიბმული თაობით რომლსაც გონია რო ასეთი ქცევით და ცხოვრებით როდესმე დასავლეთს გაუტოლდებიან. არავის გამონაკლიების გარდა არ შეუძლია განსხვავებული აზრის მოსმენა არადა თვითონ იჩემებენ განსხვავებულობას და კაი ტიპობას.
არავის არ უნდება რამე შეცვალოს, ეკლესიაში სიარული მოდა გახდა, წირვაზე თუ დადიხარ კაი პონტია რა მნიშვნელობა აქვს ვიგაც წვერებიან კაცი რას კითხულობს მთავარია მერე სამეგობროში ილაპარაკო როგორი ეკლესიური ხარ მიუხედევად იმისა რომ არ იცი სახერაბაში რა წერია. რთულია ასეთ საქართველოში ცხოვრება, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ რომ ბევრი რაღაც რაც დღეს მე და იმ „ცოტას“-ს აწუხებს გამომრჩა.
ეცადეთ იაზროვნოთ განსხვაებულად და არა ჩაიცვათ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები