ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ_ი_ა_კ_ო
ჟანრი: პოეზია
11 იანვარი, 2014


ნენეს ანდერძი

დედა, რომ  მეტყოდა ადრე
დროი გაგახსენებს  ყოველს,
სიცილს  ვიკავებდი  ძლივს  და
ახლა  ვუფრთხილდები  ლოცვებს.
ნენე  არ  ვყოფილვარ  შვილო,
და  არც  ჯვარს    ვსახავდი  მჭადზე,
ლოცვად  შემომიჩნდა  რწმენა
თუმც  ვერ  გადავდივარ  ადრე.
ნენეს  ასე    უთქვამს  შვილო:
თმაში  ჩავიბნევდი  ჯვარსო,
როცა  ეს  გაგვიგეს,  მაშინ,
ჯვრიანს  ვაცხობდითო  მჭადსო.
მე  რა  შემიძლია  გითხრათ,
ორი  პარასკევი დამრჩა,
განა  მე    მინდა,  რომ  მითხრან
გმარხავთ  ნენე მოუნათლავს.
ბევრი წამიკითხავს დედი,
ბევრიც ნენეს უთქვამს დარდით
ლახვარს, რომ გასობენ  გულში
ბევრი გზას ამცდარი დადის.
ცრემლებს  მოიწმენდდა  კვნესით,
იმედს  იტოვებდა  ხვალის,
მოვა  გაბრწყინდება    ის  დღე,
გურჯისტანს  რომ  მოვა  კვართი.
ალბათ  ლეჩაქმოხდილ  ქალებს,
რწმენა  აენთებათ  თვალში,
აღარ  უწამებენ  შვილებს,
ბერებს  არ  გადაყრით  წყალში.
შვილო  ნენეს  ანდერძს  ვმალავ,
ნეტავ  ვინ  გაუგებს  იმ  ქალს?
ჩადრში  დამალული    სახით
ჯვრითაც  ჩაიბნევდა  დალალს.
ბევრი  არაფერი  მინდა,
მხოლოდ  ეზიარე  რწმენას,
მე  თუ  ვერ  გავბედე  ჩემით,
მინდა  შენ  იარო  ღმერთთან.
იქნებ  მაპატიოს  ჩემი,
უსუსურობა    და  დევნა,
იქნებ  შენში  ჩადვას ორგზის
დედის  და ძველ ნენეს  რწმენა ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები