 | ავტორი: გიგო ჟანრი: პროზა 12 იანვარი, 2014 |
დაფა და მეცნიერი. მასა და სასწორი...
რა წამს გაიხსენა კანტმა არისტოტელე, ერთმა გერმანელმა გლეხმა ქალაქ კენიგსბერგში თავის ოთახში დაფა ჩამოკიდა და მასზე დაწერა: რა ღირს სული? თუ წინადადებას დავაკვირდებით შევამჩნევთ გარემოებათა აბსოლუტურ შეუთავსებლობას და სწორედ, რომ ალბათობის თეორიას უნდა მივმართოთ დახმარებისთვის (გაუმარჯოს გალილეო გალილეის), არადა სწორედ, რომ ისევეა ალოგიკური ყველაფერი გარემოებითი, როგორც სულის ღირებულების განსაზღვრა. ჩვენი გლეხი კენიგსბერგიდან საპირისპიროს დამტკიცებით „ემუქრება“ კაცობრიობას და გაიძახის: წარწერა დაფაზე „რა ღირს სულის“ ქვეშ - „მე შევძლებ ამას!“ თავისი მხოლოდ მას ესმის და ალბათ არისტოტელეს და პლატონს. მატერიალისტური სკოლა - არისტოტელე. იდეალისტური სკოლა - პლატონი.
„გლეხურად წერდაო არისტოტელე სულის შესახებ“, განაცხადა ჩაფხუტიანმა, ალაგ წვეროსანმა, ტუჩის კიდეში ნერწყვმიყინულმა, ქურთუკზე თოვლდაცვენილმა და შავჩექმაძირგამოხეულნმა გლეხმა. ახლად დაბრუნებულიყო სარდაფში. არავინ იცნობდა მას სახელით ან გვარით. „ჩექმოსანს“ ეძახდნენ. სხვისას ჰკერავდა, თავისას კი ზედაც კი არ შეხედავდა. სძულდა ყველაფერი ის რაც მას უნდა ეკეთებინა. კვირაში ერთხელ შნელკლოპსით (ჩვენებურად ან კიევურად კოტლეტი) გაანებივრებდა გაუგემურებულ ბარდისფერ ენას და ამით ახსენებდა თავს თუ ადამიანთა რომელი კლასიფიკაციის წარმომადგენელი გახლდათ. დანარჩენ დღეებში ბარდის უცხიმო წვნინს მიირთმევდა. განსაკუთრებულ დღედ კვირას მიიჩნევდა. შეიპარებოდა ხუთი წუთით ეკლესიაში. გაირბენდა დერეფანს, რომელიც სიგრძით დაახლოებით ოცდაათი-ორმოცი მეტრი იქნებოდა, ჩამოჯდებოდა აღსარების ოთახში და ელოდა პადრეს.მალევე ამჩნევდა პადრე მასთან მისულ ცოდვილს და აღსარების მისაღებად და შუამავლად სწრაფ გაეშურებოდა-ხოლმე იგივე ოთახში, ოღონდ ხელმარჯვნივ. „გისმენთ შვილო ჩემოს“, როგორც კი ეტყოდა მოხუცს პადრე ტოვებდა ოთახს. „ჩექმოსანა“ კი უკანმოუხედავად გარბოდა ეკლესიის კარისკენ. ამ „გართობის“ შემდეგ დიდხანს ირბენდა შესაძლებლად კენიგსბერგის ქუჩებში, უაზრო ხარხარით და მხოლოდ შუადღეგადასულზე ბრუნდებოდა საკუთარ სარდაფში. ბევრი ნივთები დაუგროვდა „ჩექმოსანს“, ზოგი მოპარული და ბევრი სხვების ნაჩუქარი. განსაკუთრებული პატივით ერთი ხელსაწყო უყვარდა; მას ჯოჯოხეთისა და სამოთხის განმსაზღვრელს ეძახდა... ჩვენ სასწორს ვეძახით. კიდევ დიდად იხიბლებოდა კოლბებით, რომლებიც ნაგავსაყრელზე იპოვნა. თვალისჩინივით უფრთხილდებოდა, წმენდდა. თვლიდა, რომ ოდესღაც, აუცილებლად, დიდი ადამიანის საკუთრება იქნებოდა. რას წარმოიდგენდა, რომ წლების შემდეგ ეს კოლბები სარდაფიდან გადაინაცვლებდნენ, პირობითად, გერმანელი ქიმიკოსის ოტო ჰანის ლაბორატორიაში. გაინტერესებთ რა დანიშნულება ჰქონდათ ამ კოლბებს? ბუნებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად იყენებდა. როგორც კი მოისაქმებდა, თავის საყვარელ სასწორზე შემოდგამდა ორივე კოლბას და იგებდა მათ წონას. აუცილებლად ორივე თანაბარი წონის. თუ რომელიმე წონაში ნაკლები გახლდათ დღის განმავლობაში აუცილებლად უნდა გაეთანაბრებია. ძირითადად ყოველთვის შარდი აკლდებოდა, ამიტომ სვამდა დანაკლისის ორმაგ რაოდენობას და დღის ბოლოს ყველაფერი წესრიგში გახლდათ.
***
ჩანაწერი დაფაზე: „რა ღირს სული?“ „მე შევძლებ ამას!“ „სულთამხუთავი გაზების რაოდენობა განუსაზღვრელია... როდის მოვკვდები მე?“
***
მომდევნო დღე ყოველთვის ჰგავდა იმ საარაკო საქმიანობას, რომელსაც დილიდან რიტუალის სახეს აძლევდა ჩვენი მოხუცი მეცნიერი. სხეულის ნაგვისგან დაცლა მეტად საჭირო საქმედ მიაჩნდა... მცდარ თეორიას მიაგნო. მოხდა ის რაც უნდა მომხდარიყო. ყოველი მცდარის შემდეგ იწყება ძიება ჭეშმარიტისა. ე.ი. სულის არსებობისა.
დაფაზე დაწერა: „დიახ, მე მივაგენი! მცდარია ყველაფერი იდეალური მატერიის გარეშე ან პირიქით.“ „სად არის უფალი?“ კვლავ შემოაწყო კოლბები სასწორის პინაზე. ამჯერად კოლბები ცარიელი იყო. მარცხენაში გავარვარებული ნახშირის ერთი ფილთა ჩააგდო, ხოლო მეორეში სული განამწესა...
***
სარდაფი იწვის! სარდაფი იწვის! - გამოცვივდნენ მეზობლები გარეთ. სახანძროში დარეკეთ სასწრაფოდ! - იყო გადაძახილ-გადმოძახილი. მეხანძრეები მალევე მოვიდნენ. ერთ-ერთი მათგანი სარდაფში ჩავიდა. როდესაც გულდასმით დაათვალიერა ნახევრად დამწვარი სარდაფი, იკითხა: „ცხოვრობდა აქ ვინმეო?“ - კი ცხოვრობდა, ერთი, გიჟი იყო საწყალი, თავს გერმანელად ასაღებდა, არადა შესანიშნავი ქართველი მეცნიერი იყო სანამ გაგიჟდებოდა. გერმანულად აქ არავინ საუბრობს. ამ კორპუსში ყველა ქართველები ვცხოვრობთ. ის გაურკვევლად საუბრობდა და გერმანულს ეძახდა! - გასაგებია. მეხანძრემ თვალი მოჰკრა კოლბებს. ერთი გატეხილა და სასწორის პინაზე ეყარა, მარცხენა მხარეს, ხოლო მეორე მთელი იდვა მარჯვენა მხარეს. სასწორის უკან აინშტაინის ნახევრად დამწვარი სიფათი უყურებდა მას. მთავარი ორგანო პოპულარული ფოტოდან, ენა, დამწვრობას გადაურჩა. ყველაფერი ამის მნახველმა მეხანძრებ გადააფურთხა, თან პირით სუნთქვისას ფერფლით გამოევსო ღრუ. ნაფურთხი კი შემთხვევით მარჯვენა კოლბაში მოხვდა. სასწორმა დაიწია.
„ვაშააა!“ - შესძახა სულში ჩაფურთხებულმა და მადლობა გადაუხადა მეხანძრეს. მეხანძრეს სარდაფიდან საგნების გამოტანა დაეწყო. სული მოხუცი მეცნიერისა კი ზეიმობდა. მან მეხანძრის დახმარებით (უფრო სწორად მეხანძრემ აჯობა), დაადგინა სულის ღირებულება - მისი სული ერთი ფურთხი ღირდა! - კარგი კოლბაა... ბავშვს წავუღებ. „ოტო ჰანი“ მეზრდება სახლში. - თქვა და სუფთა წყლით გამორეცხა. „მეცნიერისთვის“ წესის აგება დასრულდა!
***
ჩემი, შენი, მისი, სხვისი?... რა ღირს სული? ფურთხი... სუფთა წყალი...
გიგო რიონელი 20 აგვისტო 2013 წელი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. დამაგვიანდა შემოსვლა და წაკითხვა. ძალიან , ძალიან მომეწონა, უაღრესად დიდი სიბრძნე ჩაგიდვია ამ პატარა იგავში
.ყოველი მცდარის შემდეგ იწყება ძიება ჭეშმარიტისა. ე.ი. სულის არსებობისა. რა დიდებული სიტყვებია!
დამაგვიანდა შემოსვლა და წაკითხვა. ძალიან , ძალიან მომეწონა, უაღრესად დიდი სიბრძნე ჩაგიდვია ამ პატარა იგავში
.ყოველი მცდარის შემდეგ იწყება ძიება ჭეშმარიტისა. ე.ი. სულის არსებობისა. რა დიდებული სიტყვებია!
7. "ისევეა ალოგიკური ყველაფერი გარემოებითი, როგორც სულის ღირებულების განსაზღვრა."
მართალია. ხშირად არის ადამიამის იმ განწყობაზე, რომ სული ერთ ფურთხად შეაფასოს.
5 "ისევეა ალოგიკური ყველაფერი გარემოებითი, როგორც სულის ღირებულების განსაზღვრა."
მართალია. ხშირად არის ადამიამის იმ განწყობაზე, რომ სული ერთ ფურთხად შეაფასოს.
5
6. ავტორი: გიგო ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5
გენაცვალე გიგო! მაგარია ძმაო,მომენატრა შენი ნაწერები! მოგიკითხე და გილოცავ წელს ახალს! ავტორი: გიგო ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5
გენაცვალე გიგო! მაგარია ძმაო,მომენატრა შენი ნაწერები! მოგიკითხე და გილოცავ წელს ახალს!
5. დიდი სიამოვნებით წავიკითხე. შეფასებაშიც გეთანხმებით. ვგულისხმობ სულის ღირებულებას და გავიხსენებ აკაკის სიტყვებს, რომელიც ალბათ უფრო ადამიანებს გულისხმობდა, რადგან ამ სივრცეს, ზოგადად სამშობლოს, ისინი ავსებენ. დიდი სიამოვნებით წავიკითხე. შეფასებაშიც გეთანხმებით. ვგულისხმობ სულის ღირებულებას და გავიხსენებ აკაკის სიტყვებს, რომელიც ალბათ უფრო ადამიანებს გულისხმობდა, რადგან ამ სივრცეს, ზოგადად სამშობლოს, ისინი ავსებენ.
4. საინტერესო იყო ჩემთვისაც, პლატონის და არისტოტელეს შეუცნობელისთვის. +5 საინტერესო იყო ჩემთვისაც, პლატონის და არისტოტელეს შეუცნობელისთვის. +5
3. უხ, გენაცვალე გიგო რააააააა!
როგორ დამაკლდება -ხოლმე თურმე შენი ნაწერები!
სხვა განზომილება ხარ შენ. სულ სხვა! უხ, გენაცვალე გიგო რააააააა!
როგორ დამაკლდება -ხოლმე თურმე შენი ნაწერები!
სხვა განზომილება ხარ შენ. სულ სხვა!
2. საინტერესო მეცნიერი მოგვიყვანე, მეგობარო :) მოგიკითხე აქაც. საინტერესო მეცნიერი მოგვიყვანე, მეგობარო :) მოგიკითხე აქაც.
1. ლარიდაოცი -_- ლარიდაოცი -_-
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|