| ავტორი: სამუმი ჟანრი: პოეზია 14 იანვარი, 2014 |
მსურს, რომ ვცხოვრობდე შუაგულ რომში, სახელად მერქვას თუნდაც მარჩელო... ერთად ვმღეროდეთ ჩვენ ფიცხელ ომში, მაჩაბელთან ან უმაჩაბელოდ. მსურს, რომ ვცხოვრობდე შუაგულ რომში, ნერონის ლექსებს რომ აქუჩებენ და მწუხრის პირზე გიკრიფო კომში, რომ შეგიმშრალო სველი ტუჩები. მსურს, რომ ვცხოვრობდეთ შუაგულ რომში: მე, პლეხანოვი, ტროცკი და კამო... ანდა ძილის წინ, როდესაც მომში- ვდება, მე შენი ხელიდან ვჭამო. მსურს, რომ ვცხოვრობდე შუაგულ რომში, იანვრის ორში მე მსურს ორშიმო და ავგუსტუსის ქოშების ქოშინს ვერ შეასმენდნენ ვერცერთ გოშიას. მსურს, რომ ვცხოვრობდე შუაგულ რომში, ანტანტის ნაცვლად ვქმნიდე უნიას... და ებრაელი რაბინი-მოშე ვრცლად მიკითხავდეს ჰალელუიას. მსურს, რომ ვცხოვრობდე შუაგულ რომში, გლადიატორთა ცქერით დაღლილი... ვკვდებოდე, მაგრამ ვიცოდე რომ შენ, საფლავზე მოხვალ ერთგულ ძაღლივით. მსურს, რომ ვცხოვრობდე შუაგულ რომში, შენმა გრაციამ იქაც მომნუსხოს და როცა "ზაქისმჭამელებს" მოვშლი, შევეკედლები რემს და რომულუსს. მსურს, რომ ვცხოვრობდე შუაგულ რომში, სახელად მერქვას თუნდაც მარჩელო... ერთად ვმღეროდეთ ჩვენ ფიცხელ ომში, მაჩაბელთან ან უმაჩაბელოდ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. კი მომასურვილა ამ ლექსმა შუაგულ რომში ცხოვრება :)) ++ კი მომასურვილა ამ ლექსმა შუაგულ რომში ცხოვრება :)) ++
10. მხოლოდ მახვილი თვალი თუ შეამჩნევს ამ ერთი შეხედვით my moon-ობაში რა მართვა, მირთვა, შეთანხმებაა )) მხოლოდ მახვილი თვალი თუ შეამჩნევს ამ ერთი შეხედვით my moon-ობაში რა მართვა, მირთვა, შეთანხმებაა ))
9. "მსურს, რომ ვცხოვრობდე შუაგულ რომში, იანვრის ორში მე მსურს ორშიმო და ავგუსტუსის ქოშების ქოშინს ვერ შეასმენდნენ ვერცერთ გოშიას. მსურს, რომ ვცხოვრობდე შუაგულ რომში,"
რა ალიტერაცია, რა რიტმი, რა რითმა... ! :)
სერიოზული ლექსია! :) "მსურს, რომ ვცხოვრობდე შუაგულ რომში, იანვრის ორში მე მსურს ორშიმო და ავგუსტუსის ქოშების ქოშინს ვერ შეასმენდნენ ვერცერთ გოშიას. მსურს, რომ ვცხოვრობდე შუაგულ რომში,"
რა ალიტერაცია, რა რიტმი, რა რითმა... ! :)
სერიოზული ლექსია! :)
8. :))) პლეხანოვი ტროცკი და კამო კარგი იყო, მოკლედ ბევრი ვიცინე,კარგად ჟღერს ლექსი,რითმებიც კარგია,ივარჯიშე,ივარჯიშე,ვარჯიშიც კარგია ;) :))) პლეხანოვი ტროცკი და კამო კარგი იყო, მოკლედ ბევრი ვიცინე,კარგად ჟღერს ლექსი,რითმებიც კარგია,ივარჯიშე,ივარჯიშე,ვარჯიშიც კარგია ;)
7. პლეხანოვი, ტროცკი და კამო.__ ესენი რაღად გინდა :))) პლეხანოვი, ტროცკი და კამო.__ ესენი რაღად გინდა :)))
6. ჟან-ჟაკ რურუა :)) ჟან-ჟაკ რურუა :))
5. ჟან-ჟაკ რურუა :)) ჟან-ჟაკ რურუა :))
4. ღმერთო მაღალო, ერთი ისეთი ლექსი დამაწერინე, რომ იუმორისტული არ გეგონოთ. ნინო აბსოლუტურად გეთანხმები, საქმე არაფერი მქონდა და რითმაში გავივარჯიშე, მაგრამ სრული სერიოზულობით :)) ღმერთო მაღალო, ერთი ისეთი ლექსი დამაწერინე, რომ იუმორისტული არ გეგონოთ. ნინო აბსოლუტურად გეთანხმები, საქმე არაფერი მქონდა და რითმაში გავივარჯიშე, მაგრამ სრული სერიოზულობით :))
3. ამას ქვია რითმის გულისთვის რას არ დავწერო.... :)
ამას ქვია რითმის გულისთვის რას არ დავწერო.... :)
2. ჟანრი იუმორისტული მოუხდებოდა... ჟანრი იუმორისტული მოუხდებოდა...
1. ''რომის ერთადერთი ტალანტი - ესაა მსოფლიოს დაპყრობა''.
ჟან-ჟაკ რუსო ``რომის ერთადერთი ტალანტი - ესაა მსოფლიოს დაპყრობა``.
ჟან-ჟაკ რუსო
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|