რამდენიმე წუთი და დამაცადე როგორმე გრძნობა ფიქრმორეული ისევ ლექსში ენთება. საუკუნე გასული რომ მგონია შენამდე, მაგრამ მე თუ გრძნობები ისევ შენზე მერევა. მაშინ ვიწყებ დილიდან, ფიქრს ვეცემი ბოლომდე დავიწყებულ წარსულის ლოდინი თუ ძნელია, რამდენიმე ნაბიჯი დამაცადე შენამდე, მერე თუნდაც მეწვიოს მე ბედის ირონია. დამაცადე წამები სულ შენს ფიქრში ვითვალო, შენი სუნთქვა მათბობდეს, უშენობით მერე რაა?! რამდენიმე აპრილმა გაზაფხული დაათბოს მე კი წელმოწყვეტილი ისევ შენზე ლექსით და. დამაცადე გულიდან წამოსული სიტყვები მინდა ისე დაგათრო სულ სიზმარი გეგონოს, ანთებული თვალები სულ შენს სახეს ხედავს მე კი კვლავ უშენობა დამყვებოდეს ბოლომდე. რამდენიმე ფეთქვა და უშენობა დამეტყო, აღარ მშველის ფიქრები, აღარც სხვისი სიტყვა და რომ მომკალი ბოლომდე ცოტა კიდევ გეცლია უშენოდ რომ დავდივარ ჩემთვის ესეც მეტია.