ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უტა ლაშხი
ჟანრი: პოეზია
23 იანვარი, 2014


22

და ისევ ისე ხმაურობენ გარეთ ძრავები
ისევ ღამდება 22-ჯერ გაშიშვლდა მთვარე
რკინისფერ რკინას შემოუსხდნენ ავი ძაღლები
ელოდებიან თუ გაიხდის ოცდამესამეთ...

მაგრამ ფიუჩას აგარ შერჩა მშვილდში ისარი
რომ მომავალში მომავალი გახვრიტოს, შთანთქას
თავი აწიოს ამაყად და სარკეს დასერილს
პირდაპირობა მიაჩეჩოს სიმხდალის ნაცვლად

ძველ ეროტიკას უყურებს და მხოლოდ იმიტომ
ბავშვობის მწიფე ანაც მსუყე სული იხსენოს
წალმის კოცონზე, სიმშვიდეზე ისევ ოცნებობს
და აღარ სჯერა სიყვარულის, მაშასადამე...

აღარც რომანტიზმს, აღარც წვიმას, აღარც ქალწულებს
არ დარრჩენიათ მისთვის დრო და ღამის საათი
ყოფიერებით გადაქანცულს ძილი აბრუებს
და დარჩენია საფიქრალად მხოლოდ სტომაქი...

იღვიძებს მერე გათოშილი , სიზმარ ნანატრი
დილის ფიქრები ბალიშზევე ქანცავენ, ღლიან
და ოცნებები ნაგროვები 22 წუთის
სიგარეტივით ცუდ შეგრძნებას ტოვებენ ღრნიან !

შემდეგ ქალაქი სადაც თოვს და მაინც ჭყაპია
სუნი რომ ასდის გაპარსული ბასიაკივით
დილითვე გშლიან გაბღენძილი მამაკაცები
ქალს რომ უთმობენ ვაგონებში ტრაკის დასადებს...
და სახე ამდროს მამაკაცის სახე ნაძარცვი
ოცნებობს იყოს ორსულად და თანაც ტყუპებზე !

და ბანალურად ეს კომიქსი თუ უნდა მორჩეს
როგორც გუშინწინ ჭაბუა ან რამე მაგგვარი
მაშინ ყველაფერს ასე ჯობია
...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები