ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ენმესაგშარრი
ჟანრი: პოეზია
3 თებერვალი, 2014


იპოვე ღმერთი...

იპოვე ღმერთი...
ყოველ წამში, ყოველ სუნთქვაში,
იპოვე ღმერთი, დედის ცრემლში, მის სიმღერაში
იპოვე ღმერთი სამივ დროში და შვიდივ მხარეს,
იპოვე ღმერთი, რადგან მხოლოდ ის ავსებს ბზარებს
ჭურჭლისასაც და ღვინისასაც და ყველა წყლულის
ის არის მხოლოდ მკურნალი და სულის ზაფხული
იპოვე ღმერთი ორსულებში და მათ ჩვილებში,
იპოვე ღმერთი სასიცოხლოდ გაყოფილებში,
იპოვე ღმერთი წყლის წვეთებში, ენებში ცეცხლის
იპოვე ღმერთი ვაჭრობაში, ზოდებში ვერცხლის
იპოვე ღმერთი შემოდგომას მოწეულ ზვრებში
იპოვე ის მამებში, დედებში, ძმებსა და დებში,
იპოვე ღმერთი ბობოქარი ზღვის უფსკრულებში,
იპოვე ღმერთი სიყვარულით გაყინულებში,
იპოვე ღმერთინ შენს ლუკმებში და ღვინის სმაში,
იპოვე ის უსასრულო, ჯადოსნურ გზაში
თვალები ფართოდ გაახილე, იპოვე ღმერთი
თუ არ შეძელი, მაშინ იტყვის ამაოდ ვწერდი
და შენც ვით მრავალთაგანს, ეწერულ მიწას
ვინც მისთვის მიცემულ თესლს ვერ და არ იცავს
ისე წაგიშლის მზრუნველობით თავსა და ბოლოს
იპოვე ღმერთი, თუმც შენშია შენი გზის ბოლოს.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები