ჩამავალ ღმერთს ვუმღერი უმარტივეს ტომტომით, ცეცხლისა და მზისფერი სიყვარულის მომდომი
და როგორც ზღვის ნაპირი ყველასგან ხელუხლები, თავად ხარ შენაპირი ქაფისფერი მუხლები,
შენ ხარ უკანასკნელი ვისაც ვნახავ თვალებით, ჩემი ბედის მნასკველი– შენ არ დამემალები
გადავშლე ცხოვრება– ცარიელი გვერდები შენა ხარ უპოვრება შენს გარეშე ვჩერდები,
შენ ხომ იცი რამდენი გავატერე წამები, და ფიშონის დამდენი წამწამად ვეწამები
შენ ხარ ჩემი ხელადა, ღმერთით სავსე გრაალი, შენ, ვინც გამაბელადა დამთრგუნველმა ბაალის,
შენ ვინც მაძლევ ვაებას და მტანჯავ ტკივილებით, სადაც გული დაება და ჰქრიან კივილები,
თავად შენ ხარ წამალი ყოველგვარი სალმობის, ანგელოზთა ამალით, სიყვარულის ალმობით
გთხოვ გვლავაც მიწყალობე ენ სოფიში ტივტივი, სად მართალნი გალობენ იგდრასილის ნივთივით
სად ქალაქობს ტრამალი და იზრდება ვაზებად, სად იყივლებს მამალი ცეცხლისფერ ემბაზებად.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. ამ ლექსს მოგიწონებდათ ჯენტლმენი.ეს ავტორი ერთობ საინტერესოა ++ ამ ლექსს მოგიწონებდათ ჯენტლმენი.ეს ავტორი ერთობ საინტერესოა ++
10. მეც ”გალას” ასოციაცია შემექმნა. კარგია... მეც ”გალას” ასოციაცია შემექმნა. კარგია...
9. მადლობა თეო :) მადლობა თეო :)
8. მშვენიერი ლექსია, ნაკადულივით მირაკრაკებს:) +++ მშვენიერი ლექსია, ნაკადულივით მირაკრაკებს:) +++
7. საინტერესსსსსოა. ==++ საინტერესსსსსოა. ==++
6. გმადლობთ, ყველას :) გმადლობთ, ყველას :)
5. საინტერესოა. ++ საინტერესოა. ++
3. კარგია, ლურჯა ცხენები მეც გამახსენდა ანი, მაგრამ საბედნიეროდ ეს პლაგიატი არაა და გასხვავებული აზრი აქვს ავტორს გადმოცემული კარგია, ლურჯა ცხენები მეც გამახსენდა ანი, მაგრამ საბედნიეროდ ეს პლაგიატი არაა და გასხვავებული აზრი აქვს ავტორს გადმოცემული
2. გავწითლდები ახლა ანი დდ :) გავწითლდები ახლა ანი დდ :)
1. ძალიან კარგია... გალაქტიონის ,,ლურჯა ცხენები" გამახსენდა უცებ )))
5 5 5 )))))))) ძალიან კარგია... გალაქტიონის ,,ლურჯა ცხენები" გამახსენდა უცებ )))
5 5 5 ))))))))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|