27 იანვარია და კალენდარიც იმშობიარებს ძალიან მალე და დაიბადება ისევ ისეთი თევზის ფერი 28 იანვარი. როგორიც იყო 26 და იქნება 29.
ბანალურია თავის მოკვლა აზარტის გამო და თან სირცხვილი... და თან ოხვრა... დამარხვამდე და დამარხვის შემდეგ... აღიარება ნაცობებისგან რომ კარგი იყავი და კიდე გიყვარდა საკუთარ თავზე ლექსების წერა.
სისულელეა სიყვარულზე, სულებზე წერა ეს იგივეა - შენივე ხელით დახატული ღვთისმშობლის გწამდეს. და როცა ამ დროს მეეზოვე იკეთებს აბორტს და თვითონვე გვის იმ ნაყოფის წმმინდა ნაწილებს საღამოს დაღლილს ძუძუს თავზე აკოცებს - ქმარი - - ისევ ტყნაულობს.
ბანალურია თავის მოკვლა აზარტის გამო და თან სირცხვილი... მაგრამ საჭირო !
ოღონდ პირობით, რომ ამის შემდეგ აზარტის გამო სიუციდი აიკრძალება, კანონად ჩაწერთ ვერ შედგენილ კანონთა წიგნში . წერა სულებზე და სიყვარულზე ოცნებებს ართობს და გასართობი ყველაფერი აიკრძალება... და კიდევ ერთი - დააჭრით ყვერებს ყველა მამაკაცს რომლებიც ცოლებს აბორტის ფულს გამოუყოფენ.
უკეთესია თავის მოკვლა პროტესტის გამო... უნაყოფოა მაგრამ ნამდვილი !