ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ასლანიკაშვილი
ჟანრი: პოეზია
29 იანვარი, 2014


თვალები

ბევრი მინახავს ფიქრმორეული,
მრავლის მთქმელი და უტყვი თვალები,
ბევრიც შეშლილი,გადარეული
და უძილობით განაწვალები.

ადამიანის სულის სარკეა,
ხან გაბრწყინდება, ხან იბზარება,
უცებ გასცემენ თვალები პატრონს,
თუ აქვს სიმშვიდე თუ მღელვარება.

ტყუილის მთქმელსაც თვალნი ამხელენ,
უშნო ეწყებათ უმალ წრიალი,
ზოგჯერ უგრძნობსაც კი გაახელებს
ლამაზი ქალის თვალთა ცქრიალი.

ნამტირალებიც ბევრი მინახავს
ცრემლმორეული თვალები ნაზი,
გულს აგიჩუყებს,გონს მიგინაბავს,
მათ წინ ეგები ვით ფიანდაზი.

მაგრამ სულ სხვაა შენი თვალები,
მათი ციმციმი ვარსკვლავს ედრება,
ისინი ღმერთმა გამომიგზავნა,
ალბათ ისმინა ჩემი ვედრება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები