ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ასლანიკაშვილი
ჟანრი: იუმორისტული
1 თებერვალი, 2014


რამაც მოგკლას, იმან გაგაცოცხლოს... (ვარიაცია

ცაზე თუმცა მზემ შეცვალა მთავრე,
შენში ძილი ჯერაც ებრძვის – ღვიძილს,
გარეთ, ვიღაც, უკვე ჯართს იბარებს,
შენ კი თავი იმ ჯართივით გიმძიმს.

ღვინო გუშინ, მართლა "მზე" იყო და
ხახაც ალბათ მაგიტომ გაქვს მშრალი?!
- მიაწოდეთ ვინმემ ამ საცოდავს,
ბორჯომი ან სოდიანი წყალი!..

კი მოითქვამ სულს (მადლობა უფალს!),
მაგრამ მარტო წყალმა რა გიშველოს?!
ვიღაც სულმნათს ტყ"ვ"ილად კი არ უთქვამს:
"რამაც მოგკლას, იმან გაგამრთელოს!"

აღარ უნდა კოტრიალი ხოდა,
წამოდექი, აიწიე ზეზე!
შენ ის არ ხარ, თავი რომ მოგქონდა
გუშინ - სუფრის გადამფენად გზებზე?!

წადი სადმე, ორ-სამ კაცთან ერთად,
ხუხეთ - ჭაჭა, დააყოლეთ - ხაში,
სამი ჭიქა სულს გაანათებს და
სიტკბოებას დააბრუნებს ხმაში.

ზომა უყვარს, ოღონდ, სმას და წონა,
თორემ ღვინო ქვევრს ხეთქავს და ბოცებს!
...
P.S. თუ ეს ლექსი ვინმეს მოგეწონოთ,
ერთი ჭიქით, ავტორიც დალოცეთ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები