| ავტორი: სამუმი ჟანრი: პოეზია 1 თებერვალი, 2014 |
ალფრედ ჯოზეფ ჰიჩკოკი დაიბადა 13-ში, როცა შუა ლონდონში მძვინვარებდა აგვისტო... მამა ყიდდა ბოსტნეულს, დედა იჯდა მანეჟთან, ოჯახს მამა არჩენდა-უმცირესი ავისტით. დადიოდა ჰიჩკოკი იეზუიტურ სკოლაში, უმძაფრესი შეხებით კათოლიკურ ნიშნებთან, მთელი მისი ბავშვობის უფერული კოლაჟი იყო მარტოსულობა, უსაფუძვლო შიშები. თოთხმეტისამ დატოვა სკოლა არა ექსცესით, გახუნებულ ფეხსაცმლით, ნაცრისფერ მაკინტოშით, ესწრებოდა მკვლელობის სასამართლო პროცესებს, ხშირად წააწყდებოდით თეატრსა და კინოში. აქვეყნებდა მოთხრობებს, ფსევდონიმი ჰქონდა: Hitch, რუკებს უკირკიტებდა: ლუტეცია, ელადა... ტრაგედია არ მოჰყვა მამის სიკვდილს ოჯახში, ფაქტმა დაახლოვა შემორჩენილ დედასთან. მოკლე დროში მოირგო რეჟისორის სახელი, იყო :"მდგმური", "შანტაჟი", გენიალურ "ფსიქომდე", მაგრამ არ ასვენებდა ყრმობის გამოძახილი და ყოველთვის უცნაურ ფობიაზე ფიქრობდა. დეკემბერში ჰიჩკოკი დაქორწინდა რევილზე, ალმამ კათოლიციზმი ჰიჩკოკივით მიიღო... "39 საფეხურს- კომედიურ თრილერს, მზეს უყურებდა სიმკაცრით, დინჯად და უმიმიკოდ. უცაბედად გახადა "ფსიქომ" მილიონერი, როცა სცენას შხაპისას გულმოდგინედ შეება... ვერასძალით უარყო მავნე, წყვილი მანერა: ალკოჰოლი, თამბაქო, ბანქო, ღამისთევები. "ოჯახურ შეთქმულებას" ვერ გაუძლო, შეეშვა. რეჟისორი გადაჰყვა სასმელს, ნარკომანიას, იგი გარდაიცვალა სახლში, ლოს-ანჟელესში, სხეული კი დაწვეს და ფერფლი მიმოაბნიეს...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. გამიხარდება თუ თქვენი სახით კიდევ ერთი ადამიანი გაეცნობა ჩემს შემოქმედებას. ვწერ ისე, როგორც ვცხოვრობ და ვხუმრობ ისე, როგორც ვწერ. "კოკასა შიგან რაცა დგას, კოლადვე გადმოდინდების".
გამიხარდება თუ თქვენი სახით კიდევ ერთი ადამიანი გაეცნობა ჩემს შემოქმედებას. ვწერ ისე, როგორც ვცხოვრობ და ვხუმრობ ისე, როგორც ვწერ. "კოკასა შიგან რაცა დგას, კოლადვე გადმოდინდების".
10. ბალახა ჩემი ტყუპისცალია და როცა სამუმს არა სცალია იგი წერს ხოლმე ანდა პირიქით... ბალახა ჩემი ტყუპისცალია და როცა სამუმს არა სცალია იგი წერს ხოლმე ანდა პირიქით...
9. განაგრძეთ ჩემი ნაწერების კითხვა. მე ტარანტინოზე ვისაუბრებ შემდეგ ლექსში. ორივე ერთ კლავიატურაზე აიკრიბა. განაგრძეთ ჩემი ნაწერების კითხვა. მე ტარანტინოზე ვისაუბრებ შემდეგ ლექსში. ორივე ერთ კლავიატურაზე აიკრიბა.
8. გონება და ენამახვილი ავტორი.
გონება და ენამახვილი ავტორი.
7. კარგი შესრულებაა და ლექსიც საინტერესო, შემეცნებითი. ++ კარგი შესრულებაა და ლექსიც საინტერესო, შემეცნებითი. ++
6. ველოდები საინტერესო ბიოგრაფიებს :) ველოდები საინტერესო ბიოგრაფიებს :)
5. სამუმო, "ჰიჩკოკი" და მე-4 კომენტარი ერთი და იგივე კალამს თუ ეკუთვნის, თქვენი ნაწერების წამკითხველი მე აღარ ვარ. ადამიანი, თავისი პერსონალური ღირსებებით ჩემთვის უფრო მაღლა დგას, ვიდრე ყველაზე ნიჭიერი ნაწერი დედამიწის ზურგზე, ანუ ჩემთვის ისაა მათავარი "კოკასა შინა რაცა სდგას..." - გაიგე რამე ? სამუმო, "ჰიჩკოკი" და მე-4 კომენტარი ერთი და იგივე კალამს თუ ეკუთვნის, თქვენი ნაწერების წამკითხველი მე აღარ ვარ. ადამიანი, თავისი პერსონალური ღირსებებით ჩემთვის უფრო მაღლა დგას, ვიდრე ყველაზე ნიჭიერი ნაწერი დედამიწის ზურგზე, ანუ ჩემთვის ისაა მათავარი "კოკასა შინა რაცა სდგას..." - გაიგე რამე ?
4. ყველასათვის ლეგენდავ და არაკო, გამარჯობა ჩემო ურაკპარაკო! სერ ა. ჰიჩკოკი. ყველასათვის ლეგენდავ და არაკო, გამარჯობა ჩემო ურაკპარაკო! სერ ა. ჰიჩკოკი.
3. ძალიან მაგარია. ჰიჩკოკის ბიოგრაფია ლექსად... დარწმუნებული ვარ მოეწონებოდა ჰიჩკოკს თან მაგრად მოეწონებოდა.
ეს ნაწერი თავფურცელს იმსახურებს. საუკეთესო იქნება ამ ვებ გვერდის ყველა პერიოდის ნაწერებში.
ურაკპარაკო, 5 ქულა - ულაპარაკო !!! ძალიან მაგარია. ჰიჩკოკის ბიოგრაფია ლექსად... დარწმუნებული ვარ მოეწონებოდა ჰიჩკოკს თან მაგრად მოეწონებოდა.
ეს ნაწერი თავფურცელს იმსახურებს. საუკეთესო იქნება ამ ვებ გვერდის ყველა პერიოდის ნაწერებში.
ურაკპარაკო, 5 ქულა - ულაპარაკო !!!
2. თუ ჩემმა ლექსმა ეს წარმოგადგენინათ მოხარული ვარ. სხვათა შორის, მეორე ადამიანი ბრძანდებით, ვინც ეს აღნიშნა. პირველი-ადვოკატი იყო, მამაკაცი... თუ ჩემმა ლექსმა ეს წარმოგადგენინათ მოხარული ვარ. სხვათა შორის, მეორე ადამიანი ბრძანდებით, ვინც ეს აღნიშნა. პირველი-ადვოკატი იყო, მამაკაცი...
1. წარმოვიდგინე რამხელა ნერვები და ნიჭი უნდა ასე დააწყო და გააწყო ბიოგრფია :)
5. წარმოვიდგინე რამხელა ნერვები და ნიჭი უნდა ასე დააწყო და გააწყო ბიოგრფია :)
5.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|