 | ავტორი: თამო-თამო ჟანრი: პროზა 15 ნოემბერი, 2014 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
შენს თვალებს ვხატავ, ალერსში დაღლილს, გასველებს წვიმა. შენს ტუჩებს ვქარგავ, ალუბლის წვენი გესხმება ნაზად. ვხატავ, ხან ვქარგავ, რომ დავივიწყო, შენ აღარ მყავხარ! გიხსენებ ..... რისთვის?! არ მავიწყდები არცერთი წამით! სადღაც მინდა, რომ გავქრე..... გაქრეს დროება. ცირკის ჯამბაზებს ვუერთდები ვხვდები ნელნელა. ვიცინი, მაგრამ, თვალები მყიდის! წვენმაც დაკარგა სიხასხასე, ამოშრა სისხლი. მარტო ვარ, დილაც დაემსგავსა უკუნეთ ღამეს. სუსხმაც გამხვია, მომეხვია ძლიერი მკლავით. ვცდილობ გავიგნო გზა იქამდე სადამდეც შენ ხარ. მაშ უნდა დავთმო ეს სიცოცხლე, რომ ვიყო შენთან?! დაე გათავდეს! არ მინდა წამიც, უშენოდ უკვე გავიდა ხანი.... ჩემი მფარველი ანგელოზიც გაფრინდა ჩემგან, სუ ცოტახანიც მოითმინე, მოვდივარ შენთან.....
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. წითელხელიანი პროზა რატოა ეს?
თუმცა აქ პოეზიაც ნაკლებადაა, ჩემი აზრით.
წითელხელიანი პროზა რატოა ეს?
თუმცა აქ პოეზიაც ნაკლებადაა, ჩემი აზრით.
1. მე აქ უცენზუროს ვერაფერს ვხედავ+
მე აქ უცენზუროს ვერაფერს ვხედავ+
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|