ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მოხუცი ასტრონომი
ჟანრი: პოეზია
1 თებერვალი, 2014


ღამის ფიქრები

ჯერ შუაღამე არ დამდგარა, მაგრამ იწყება
ფიქრის მორევში გადაშვება, თავდავიწყება,
ისევ წარსულის გახსენება, აწმყოზე დარდი...
იდუმალებით შემოსილა მომავლის ლანდი.

მაინც საოცარ ტემპში გარბის ეს დრო მალულად
ყოველი წამი ძვირფასია, სავსე გრძნობებით
ეს სიჭაბუკეც რა უჩუმრად გადამალულა...
შედეგი ბრძოლის ტოლფასია, ბოლოს ვსწორდებით.

ხან წამოდგომა, ხან დაცემა, ადგილზე დგომა
ხან სხეულიდან ამოტყორცნილ სულის ნარნარი
ცურვა მორევში, უმიზნობა, ხან სიბრძნის წვდომა
ბგერად დაღვრილი საამებლად, ღვთიური ქნარი.

ხან მომძლავრებულ ველურ ჟინთა პაექრობისას
თავის დაკარგვა, სინანული ცოდვის ყოველის
და მერე ისევ სისხლის ყეფა ვითა მონისა...
სული კი ხორცზე გამარჯვებას კვლავაც მოელის!

თბილისი, 14.09.2013

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს