მთავარი გვერდი
პორტალის შესახებ
რეგისტრაცია
ნაწარმოებები
კომენტარები
რეცენზიები
დღიურები
წევრები
ლიტ-მოვლენა
ილუსტრაცია
მოგვწერეთ
ძებნა
ფორუმი
გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში
* * *
გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.
* * *
დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!
ყველა ნაწარმოები
ავტორი:
მოხუცი ასტრონომი
ჟანრი: პოეზია
4 თებერვალი, 2014
* * *
თვითონ პროცესი მიტაცებს წერის
არც ვფიქრობ ვისზე ან რაზე ვწერო
პწკარები პწკარებს, სტროფები სტროფებს
მისდევს, რომ ლექსად შე-მო-მეწეროს
ბევრ გრძნობას იტევს ესე ნაწერი
თუმცა ყველაფერს, ალბათ, ვერც დაწერ
საუკეთესო ჩამონაჭერი მოგონებების ჩვენამდე აღწევს.
აქ მთავარია დროზე მიუხვდე მუზებს
და დახვდე ფურცლით და კალმით
გამოატარო ფაქიზად შენში
ნაწერად იქცეს დღითა თუ ღამით
მერე დრო გავა, ნაწერს გადაშლი
თავს შეგახსენებს ყოფა სულისა
იმ პატარა წამს, იმ გაელვებას
წერის დროს რიტმად ცემას გულისას.
გადმოწერეთ PDF ფორმატში
კომენტარები
ილუსტრაციები
რეცენზიები
2.
ძალიან სუსტია
ძალიან სუსტია
ლაშა ბიბიჩაძე.
2014-02-05 20:28:39
1.
კარგია.
კარგია.
თემური57.
2014-02-05 12:04:32
მონაცემები არ არის
მონაცემები არ არის
07.09.2026 03:27:33
საიტის წევრს ნიკით:
ირინკა
ვულოცავთ დაბადების დღეს