 | ავტორი: ცალუღელა ჟანრი: პროზა 23 ნოემბერი, 2008 |
გავაბრაზე... ეს უკვე მერამდენედ, თითქმის უმიზეზოდ... მეც არ ვიცი, რატომ გავაბრაზე, რატომ ვატირე. მას ხომ თავის დაცვა მხოლოდ ცრემლებით შეუძლია. არაფერი მითხრა. უხმოდ გამშორდა და წავიდა. კოკისპირულად წვიმდა. მინდოდა ხმამაღლა მეყვირა, დაბრუნდი მეთქი, მაგრამ... დაბრუნდებოდა კი? ნათურა ავანთე და წერა დავიწყე. ,,დედა მაპატიე რომ გაწყენინე, გაგაბრაზე. არ ვიცი, რატომ მემართება ასე. რატომ მგონია რომ ვალდებილი ხარ ყველაფერი უდრტვინველად დაითმინო. იქნებ მხოლოდ იმიტომ, რომ დედა ხარ. გთხოვ, დაივიწყე ყველაფერი თუ შეგიძლია... ბარათს ადრესატამდე მისვლა არ ეწერა. რამდენი ასეთი ბარათი დამიწერია და დამიხევია. ეს ბარათიც დავხიე... არ უნდა დამეხია? დედას თვალებში სიცივე ვეღარ ავიტანე. იმიტომ რომ ჩემს ნაქირავებ ოთახშიც ციოდა. იქ, სადაც იდგა აგურებშეყენებული ძველი ხის საწოლი და ფეხმორყეული მაგიდა, უზურგო სკამი და ჩემი ჰონორარით ნაყიდი პატარა რადიო, უკვე მერამდენედ გაჭეჭყილი ელემენტებით... ოჯახს მეტი დახმარება არ შეეძლო. ვწერდი გაზეთში, ვაცდენდი ლექციებს რომ სასამართლო პროცესებს დავსწრებოდი. თუ პროცესი სხვა დროისათვის გადაიდებოდა, იმ დღეს მასალას ვერ ვწერდი. დაახლოებით ვიცოდი რამდენს მივიღებდი ერთ თაბახის გვერდ ჩემს ხელნაწერში, – ერთ ყველაზე დაბალი ღირებულების ქაღალდის კუპიურას... მართლა არ ვიცოდი, რა მელოდა ან რატომ ვიყავი სტუდენტი, რატომ ვარსებობდი საერთოდ... ციოდა პატარა, კიბისქვეშა ოთახში და მაშინ ვერ ვხვდებოდი რომ დედას თურმე თავად სციოდა და ვეღარავის ათბობდა... დღემდე ხშირად ვართ გაბრაზებული ერთმანეთზე... ჩვენს დედაშვილურ სიყვარულს ტკივილი ჰქვია და ამ ტკივილში ვიფერფლებით და ვმაღლდებით... დედა გაბრაზებასაც სულისშემძვრელად გამოხატავს და სიყვარულსაც... ხშირად ისეთ საალერსოს მეტყვის, ნამდვილად არ ვიმსახურებ... უხერხულია... მე არა ვარ დედის მოსაწონი შვილი, არც ვცდილობ და ყოველთვის ვხევ მისთვის დაწერილ ბარათებს, რომ თუნდაც ალერსით არ გამაწითლოს უხერხულობისგან... ახლა აღარ გვცივა არავის, მაგრამ ცხოვრება ისევ ტკივილიანია თუნდაც იმიტომ, რომ ხშირად ჩვენ თავადვე ვქმნით უაზრო ბარიერებს, რომლებიც გვაჩხუბებს, ერთმანეთთან გვაშორებს... ამას წინათ ქურთუკი ვერ იპოვა, რომელიც ოდესღაც გამომიგზავნა... დღემდე ვერ ვიხსენებ, ვინმეს ვაჩუქე თუ სად გაქრა... ვუთხარი, რომ არ ვუდარაჯებ ტანსაცმელს, რომელიც არ მჭირდება. მაინც მოდის და მოდის ქურთუკები, შარვლები, პერანგები და მაინც ვარ დარაჯი და რა ვქნა... ძალიან რომ მინდოდეს, ვერავის ვაჩუქებ, პასუხი მომეთხოვება... ეს იმიტომ, რომ ოდესღაც მართლა მციოდა და დედის მეხსიერებაში ეს სურათი ცოცხლობს და ცოცხლობს... დედაჩემს ეს სურათი დღემდე სულისშემძვრელად სტკივა და რამდენიც არ უნდა ვწერო, ვერ დავარწმუნებ, რომ ომი დამთავრდა... რომ აღარ მძინავს აგურებშედგმულ საწოლზე, აღარ ვიგებ ახალ ამბებს ჩემი ჰონორარით ნაყიდი, ხრინწიანი რადიოთი, აღარ ვწერ ფეხმორყეულ სკამზე... ძალიან მინდა, აღარ ვწერდე ამ ბარათებს, აღარ ვხევდე და ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს ომი დედაჩემის თვალებში!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. გავუფრთხილდეთ დედებს - '' ამიტომ წუთისოფელი სულ მუდამ გვაცოდვილებსა ''- - თუმც ძალიან ძნელია...წლები გარბიან ...ასაკთან ერთად ჩვენც ზუსტათ ერთნაირები ვხდებით ,მერე მოდის სინანული ,მაგრამ გვიანია სამწუხაროდ ....ეს ისე ჩემი გამოცდილება გაგიზიარეთ .....პუნქტუაციას რაც შეეხება ამაზე შენიშვნებს მეც ვღებულობ ხოლმე. მაინც მთავარი - დედა აზრია ,რაც შესანიშნავად გადმოეცი.... წარმატებას გისურვებ !!! გავუფრთხილდეთ დედებს - `` ამიტომ წუთისოფელი სულ მუდამ გვაცოდვილებსა ``- - თუმც ძალიან ძნელია...წლები გარბიან ...ასაკთან ერთად ჩვენც ზუსტათ ერთნაირები ვხდებით ,მერე მოდის სინანული ,მაგრამ გვიანია სამწუხაროდ ....ეს ისე ჩემი გამოცდილება გაგიზიარეთ .....პუნქტუაციას რაც შეეხება ამაზე შენიშვნებს მეც ვღებულობ ხოლმე. მაინც მთავარი - დედა აზრია ,რაც შესანიშნავად გადმოეცი.... წარმატებას გისურვებ !!!
11. ესეც მაგარია,, მ ა გ ა რ ი ,,,,,
კეთილი სურვილებით, მაჰათმა განდი. არწივი. ესეც მაგარია,, მ ა გ ა რ ი ,,,,,
კეთილი სურვილებით, მაჰათმა განდი. არწივი.
10. მომეწონა ლევან მომეწონა ლევან
9. წავიკითხე, სხვას დაველოდები... წავიკითხე, სხვას დაველოდები...
8. ნამდვილად გასწორებულია პუნქტუაცია! ყოჩაღ!... იმისთვისაც ყოჩაღ, რომ ჩხუბი კი არ დაიწყე, "რას ქვია, შენიშვნა მომეცითო?", არამედ ის შენიშვნები გაითვალისწინე და გაასწორე! კარგი ბიჭი ყოფილხარ, ლევან! გილოცავ გიორგობას!.. მრავალს დაესწარი. ნამდვილად გასწორებულია პუნქტუაცია! ყოჩაღ!... იმისთვისაც ყოჩაღ, რომ ჩხუბი კი არ დაიწყე, "რას ქვია, შენიშვნა მომეცითო?", არამედ ის შენიშვნები გაითვალისწინე და გაასწორე! კარგი ბიჭი ყოფილხარ, ლევან! გილოცავ გიორგობას!.. მრავალს დაესწარი.
7. გილოცავ გიორგობას მისი მადლი და ძალა გფარავდეს :)
გილოცავ გიორგობას მისი მადლი და ძალა გფარავდეს :)
6. გვიან ღამით დავდე და პუნქტუაციას ვეღარ მივაქციე ყურადღება და მგონი, გამოვასწორე, არა? გვიან ღამით დავდე და პუნქტუაციას ვეღარ მივაქციე ყურადღება და მგონი, გამოვასწორე, არა?
5. არ ვიცი რაა სუსტი და რა – ძლიერი... ჩემთვის ყველა ერთნაირია, ეს თქვენ აფასებთ ასე - ლიტერატორები - მადლობა კრიტიკული შეფასებისთვის... მიხარია! არ ვიცი რაა სუსტი და რა – ძლიერი... ჩემთვის ყველა ერთნაირია, ეს თქვენ აფასებთ ასე - ლიტერატორები - მადლობა კრიტიკული შეფასებისთვის... მიხარია!
4. დედა, რას მოვესწარი! ჩემს გარდა კიდევ შეაწუხა პუნქტუაციამ ვიღაც! ნინი-ლალი, გმადლობ მხარდაჭერისთვის!
ცალუღელა, ცალსახად მომწონხარ! მაგრამ, ეს ყველაზე სუსტია, შენს ნაწარმოებებს შორის. 8 დედა, რას მოვესწარი! ჩემს გარდა კიდევ შეაწუხა პუნქტუაციამ ვიღაც! ნინი-ლალი, გმადლობ მხარდაჭერისთვის!
ცალუღელა, ცალსახად მომწონხარ! მაგრამ, ეს ყველაზე სუსტია, შენს ნაწარმოებებს შორის. 8
3. შესანიშნავია!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! :)
მადლობა, ცალუღელა!!!!!!!!!
პატივისცემით, განდი. შესანიშნავია!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! :)
მადლობა, ცალუღელა!!!!!!!!!
პატივისცემით, განდი.
2. 1000000000000000000000000000 1000000000000000000000000000
1. პუნქტუაცია :) ეს ვიცი,ლიტგეზე გედო? 4:) საკმაოდ საინტერესოდ და დალაგებულად წერ.:) პუნქტუაცია :) ეს ვიცი,ლიტგეზე გედო? 4:) საკმაოდ საინტერესოდ და დალაგებულად წერ.:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|