ვწევარ, ზევიდან დამყურებს ფიცარი. ჩემს და მას შორის სანტიმეტრია. ჩემი სხეული აყროლებული შეჭმულია, შეჭმულია, შეჭმულია.
მესროდნენ ტყვიებს, შემდეგ ხახაში ჩამცეს ხანჯალი თვალებმა აირეკლა რეალობა მეორე ტყვია თავში მომხვდა და გამახსენდა როგორ მაწოვებდა დედა ძუძუს. მე ხომ ყველაფერი მახსოვდა და მაინც ვერაფერს ვხვდებოდი, რადგან შეჭამეს ჩემი თავის ქალა და დამიდგინეს კიბო.
ადრე ყველაფერი მენატრებოდა ახლა კი მორჩა ბოლო წამები და მე ვიხილე როგორ ტიროდნენ მშობლები ჩემზე.
ორმოცამდე 37 დღე დარჩა და ჩემს ოთახში ჩემს საწოლთან ანთია საკმეველი.
ყველაფერი დავტოვე და მთელი ჩემი წარსული წავშალე, როგორც კომპიუტერიდან ვშლიდი გოგონას სურათებს, რომელიც მომწონდა რაღაცით ის გავდა შავ ბერს.
მე კვლავ ვწევარ ოთხ ფიცარს შორის, რა სიმშვიდეა.
როგორ მინდოდა მეხილა ეშმაკი რათა შემეცნო ღმერთი.
თოვდა, თოვდა, რა კარგია ჯდომა ავტობუსში, გარეთ ფანტელები მოძრაობენ და მე მგონია ქმნიან ჰარმონიას, სინქრონულად მოძრაობენ და ჩემს წინ ზის თეთრწვერა კაცი, რომელსაც ახურავს გაცვეთილი კეპკა-ქუდი და აცვია ღარიბული კურტკა. მეც მინდა ვიყო ღარიბული,ვიდრე ვარ. ვიდრე ვარ, იმაზე უფრო. და მეც ამოვიდე ავტობუსში და დავჯდე ბოლოში მარტოდ.
ოთხ ფიცარს შორის რა სიმშვიდეა, ეს არის აწყმო, ძლივს დავისვენე. არ მენატრება თეთრი ღამეები, მე პეტერბურგში ვყოფილვარ არასდროს. ერთადერთი რაც მენატრება 2004 წლის შემოდგომაა, როცა თბილისის დინამომ მოუგო ვისლა, მაგრამ ეს ქართველები არიან მკვდრები, მათ ნიჭიერი ხალხი სძულთ. ჩემშია აგრესია მოვკალი და გავემზადე მეხილა ღმერთი ეს არის ჩემი ერთადერთი ფიქრი როცა მებრძვიან, მამწყვდევენ ჩრდილში. გალიაში დამალული გენიოსი ვარ, ვინც გაანგრია რკინის კარები და დაანგრია კანონი მეფის.
თვალები მტკივა, ჩემს სხეულს ცივა მე მიყვარს ღმერთი, ვგავარ სატანას. შენ ჩემო გოგო მუზა ხარ ჩემი და მენატრები ღამით ხანდახან.
მეძინა და ყურაშამ რაღაც დაიყვირა გამეღვიძა და კარებზე იყო კაკუნი. შემდეგ კაკუნი დადგა მეტროში და ჩამძახოდა: ყველაფერი იდიოტობაა. მეძახდა ეს ხმა, მეძახდა ძლიერ და ბოლოს ხმალი ჩამცეს ხახაში. მე ვგავდი ქარქაშს, შემდეგ ტყვია მესროლეს თავში მივიხედე და მკვლელი გავდა იუდას. იუდა, იუდა თავი ჩამოიხრჩვე? შენ ნახე ღმერთი, ნახავდი ეშმაკს. შენ გწერენ ლექსებს, შენზე ფიქრობენ. გიტირია? იუდას უტირია? რა არის ტირილი? მე და ანანოს გვიტირია, მაგრამ მე სიცილი უფრო მიყვარს, რომ სული მოეშვას და მიატოვოს უკვდავი ღმერთი.
ვინ ვარ მე? არ დავიბადე ლექსის წერისთვის. ვინ ხარ შენ? საზოგადოებავ ერთხელ მაინც გყვარებია?
არა, არა, არა, არა. ნუ მთხოვ დეპრესიაზე კამათს. წირვაზე ვნახე დღეს მე მამაო, რომელმაც უპატრონო ბავშვებს აჩუქა ფული და დღეს ის გახდა მათი პატრონი. ვინ ხარ შენ ღმერთო? რა გერქვა გუშინ? გმადლობ. შენ შეგიძლია გამომეცხადო დ მითხრა: მკვლელი ხარ.
მკვლელი, მკვლელი. ვინ არის მკვლელი?
მკვლელი, ეს მე ვარ. ანგელოზიც ვარ. კუბოში ყოფნის მეოთხე დღე იწურება. მე გამახსენდა წყლით სავსე ზღვა ჩემს გულში გველი სწრაფად მოძრაობს/ ვინ ვარ მე? ვინ ხარ შენ?
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. გარკვეულ ემოციას ნამდვილად აღძრავს. თუმცა მძიმე გასააზრებელია. არც არის გასაკვირი, რადგან საქმე ირეა- ლურ სამყაროსთან კავშირს შეეხება. თანაც რაღაც ახლის ძიებაა. ++ გარკვეულ ემოციას ნამდვილად აღძრავს. თუმცა მძიმე გასააზრებელია. არც არის გასაკვირი, რადგან საქმე ირეა- ლურ სამყაროსთან კავშირს შეეხება. თანაც რაღაც ახლის ძიებაა. ++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|